2007-2008 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.010.749
  • Word
645
13/08/2007
სსმ, 115, 15/08/2007
430.080.000.22.022.010.749
2007-2008 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.010.749

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №645

2007 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

2007-2008 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 2007 -2008 სასწავლო წელი დაიწყოს არა უადრეს 2007 წლის 17 სექტემბრისა და დასრულდეს არა უგვიანეს 2008 წლის 20 ივნისისა.

2. საქართველოს საჯარო სკოლებმა დამამთავრებელი კლასისა და პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დაასრულონ არა უგვიანეს 2008 წლის 16 მაისისა.

3. 2007-2008 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო დღეების მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 180 დღით, ხოლო მაქსიმალური – 190 დღით. სასწავლო დღეები უნდა გაიყოს 3 ტრიმესტრად და თითოეული ტრიმესტრის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 60 დღეს.

4. საქართველოს ყველა საჯარო სკოლისათვის არდადეგების მინიმალური ხანგრძლივობაა 72 დღე, ხოლო მაქსიმალური – 82 დღე დასვენებისა და უქმე დღეების გარდა. ზამთრის არდადეგები აუცილებელად უნდა მოიცავდეს 2007 წლის 29 დეკემბრიდან – 2008 წლის 14 იანვრის ჩათვლით დღეებს.

5. საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამ ბრძანების შესაბამისად, დაადგინოს 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლისა და არდადეგების დღეების განაწილება. საჯარო სკოლების დირექტორებმა, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

6. საქართველოს საჯარო სკოლებს მიეცეთ რეკომენდაცია სასწავლო წლის განმავლობაში არდადეგების დღეების დადგენისას გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებთან არდადეგების დღეების თანხვედრა, აგრეთვე სკოლებში პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადები. საჭიროების შემთხვევაში, სწავლის დღეების დადგენისას, გამოიყენონ შაბათი, როგორც სასწავლო დღე.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების, სასწავლო დღეებისა და ტრიმესტრების მინიმალური ოდენობა და თარიღები შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) საჯარო სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საჯარო სკოლების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია