დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №89 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 15/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.22.027.010.746 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.746
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №269
2007 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №89 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №89 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2007, №41, მუხ. 474) დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
შერჩეული კანდიდატების სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურში ჩარიცხვა და წოდების მინიჭება ფორმდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება სამსახურში ჩარიცხვიდან.“;
ბ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17.
სამსახურში ჩარიცხული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მიემაგრება სამსახურის კონკრეტულ დანაყოფს. შესაძლებელია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის სამსახურის სხვა დანაყოფში გადაადგილება.“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 მუხლი:
„მუხლი 18.
სამსახურში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესასრულებელი სამსახურებრივი მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება დაწესდეს სპეციალური სამსახურებრივი გრაფიკი (განრიგი), რომელსაც სამსახურის დანაყოფების მიხედვით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სამსახურის უფროსის წარდგინებით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები