დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 15/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.024.010.742 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.010.742
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1194
2007 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ ამოქმედებისთანავე;
ბ) „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის საერთო წესების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 23 სექტემბრის №66 ბრძანება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ ამოქმედებისთანავე;
გ) „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესის შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესის და პირობების“ ამოქმედებისთანავე;
დ) „მწვანე“, „უფრო მწვანე და უსაფრთხო“ და „ევრო 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების „ტექნიკური რეგლამენტის „მწვანე“, „უფრო მწვანე და უსაფრთხო“, „ევრო 3 უსაფრთხო“, და „ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ ამოქმედებისთანავე;
ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის, მომსახურების და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის სისტემა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 19 მაისის №29 ბრძანება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ ამოქმედებისთანავე.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები