დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს №1040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 14/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.023.010.741 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.741
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1100
2007 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს №1040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის პირველი აგვისტოს №1040 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ 01.08.2007 წ., №108, მუხ. 1200) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტში შემავალი საგამოძიებო ჯგუფებია:
ა) სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. ზუგდიდი;
ბ) დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. ქუთაისი;
გ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. გორი;
დ) ქვემო ქართლის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. რუსთავი;
ე) სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. ახალციხე;
ვ) კახეთის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. თელავი;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილია ქ. ბათუმი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები