დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 961 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 03/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.010.707 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.707
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №961
2007 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2330) დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გამგზავნი საბაჟო ორგანო – საბაჟო ორგანო, რომელიც ახორციელებს მოწმობის შევსებას და საიდანაც იწყება საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე კონტროლი (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტიდან საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადმოტვირთვის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლის);
ვ) დანიშნულების საბაჟო – გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის 23-ე გრაფაში მითითებული საბაჟო ორგანო ან სხვა საბაჟო ორგანო, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან/და გადაადგილებაზე კონტროლი;
ზ) დანიშნულების ადგილი – არასაბაჟო ორგანო (დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო საწყობი, რკინიგზის სადგური, პორტი, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილი), სადაც მთავრდება საქონლის ან/და სატრასპორტო საშუალების გადაადგილება“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი.
გ) მე-4 მუხლს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თავისი სვლით გადაადგილებულ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციაში შემავალ, მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებზე (ძრავის გარეშე), რომლითაც გადაადგილდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.“;
დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება:
ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან გადაადგილებაზე კონტროლი, ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა;
ბ) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) მითითებული არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება სხვა ნებისმიერ არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე – არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ ხორციელდება მოწმობის მე-3 გრაფაში მითითებული საბაჟო დამუშავების ოპერაცია, ან/და ნებისმიერი სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია);
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) დაფიქსირებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება ერთსა და იმავე უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე სხვა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის გადაადგილება ამ მიმართულებით იკრძალება (მაგ: აქციზური საქონელი; სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი);
დ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) დაფიქსირებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება სხვა უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ მიმართულებით იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის გადადგილება (მაგ: აქციზური საქონელი; სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი):
დ.ა) იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი წარადგენს დანიშნულების ქვეყნის შეცვლის დამადასტურებელ შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტებს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინმსწრები სატრანსპორტო დოკუმენტის შესახებ მონაცემები. წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების კოდები ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ მიხედვით და დოკუმენტების ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება (ხოლო თუ დანიშნულების ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი) მიეთითება მოწმობის უკანა გვერდზე და დამოწმდება პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით;
დ.ბ) ,,დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკური პირს, მიუხედავად იმისა, გადაადგილდება თუ არა მსუბუქი ავტომანქანით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონელი ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით;
ე) სასაზღვრო ან არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) მითითებული არასასაზღვრო ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით გადაადგილების დროს საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარედგინება სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სასაზღვრო ან არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე – არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანების შესაბამისად საქონლის მიმართ არ ხორციელდება მოწმობის მე-3 გრაფაში მითითებული საბაჟო დამუშავების ოპერაცია, ან/და ნებისმიერი სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია.“;
ე) მე-11 მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შ) გრაფა 21 – ,,დანიშნულების ადგილი“ – აღინიშნება იმ ადგილის (არასაბაჟო ორგანოს) სამნიშნა ციფრული კოდი და მისამართი (მისამართი მიეთითება არა უმეტეს 21 სიმბოლოს გამოყენებით), დახურული საწყობის შემთხვევაში მხოლოდ სამნიშნა ციფრული კოდი, სადაც გამგზავნი საბაჟო ორგანოს მითითებით უნდა დამთავრდეს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება;“;
ვ) მე-11 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ც) გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – აღინიშნება, დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, სადაც გამგზავნი საბაჟო ორგანოს მითითებით უნდა დამთავრდეს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან/და გადაადგილებაზე კონტროლი, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი განკუთვნილია დახურული ტიპის საბაჟო საწყობში შესანახად, გრაფაში აღინიშნება რეგიონალური საბაჟოს კოდი, ხოლო დეკლარანტს უფლება აქვს საბაჟო დამუშავების ოპერაციები განახორციელოს ამ რეგიონალური საბაჟო ორგანოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე“;
ზ) მე-12 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) გრაფა E – უნდა დაისვას 23-ე გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან იმ საბაჟო ორგანოს დამღა, სადაც წარდგენილ იქნა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება – ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა“;
თ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია, არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისი სვლით გადაადგილების ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში – არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები