,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №923 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 960
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 02/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.706
  • Word
960
02/08/2007
სსმ, 109, 02/08/2007
010.240.030.22.033.010.706
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №923 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.706

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 960

2007 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №923 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების 29-ე მუხლის „ვ,, ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №923 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 07.10.05წ, №117, მუხ. 1289) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) ვებპორტალის მართვის სამმართველო“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

,,მუხლი 121.

ვებპორტალის მართვის სამმართველო:

ა) ფინანსთა სამინისტროს ვებპორტალის თემატური გაძღოლა;

ბ) ინფორმაციული რესურსების მართვა;

გ) ვებპორტალის მენიუს, რუბრიკების, ქვერუბრიკე-ბის შექმნა და მართვა;

დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის და ელექტრონული სერვისების განთავსება და მართვა;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა, ინფორმაციული რესურსების მოძიება და შემდგომში მათი ვებპორტალზე განთავსება;

ვ) ვებპორტალზე განთავსებული ინფორმაციის თარგმნა (ინგლისური, რუსული), ენობრივი და სტილისტური კორექცია.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი