„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 01/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.695
  • Word
245
01/08/2007
სსმ, 108, 01/08/2007
100.020.010.22.027.010.695
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.695

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №245

2007 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებით (სსმ III, 27.04.2007, №59, მუხ. 649) დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეპარტამენტის, დაწესებულებებისა და მსჯავრდებულების (პატიმრების) დაცვის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტსა და დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება და მუდმივი კონტროლი მის შესრულებაზე;“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეპარტამენტისა და დაწესებულების ტერიტორიაზე შემსვლელ და ტერიტორიიდან გამომსვლელ პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა აღრიცხვა;“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის შემადგენლობაშია:“;

ე) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს)“ ქვეპუნქტი:

„ს) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო.“;

ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი სახის მე-11 მუხლი:

     „მუხლი 11. დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“, „ვ)“ და „ზ) “ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „კ)“, „ლ)” და „რ)“ ქვეპუნქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე