„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 03/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.689
  • Word
566
31/07/2007
სსმ, 110, 03/08/2007
040.030.000.22.022.010.689
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.689

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 566

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2.04.2006 წ., №58, მუხ. 768) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ სასწავლო გეგმას;“;

გ) დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კონსულტაციას უწევს სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;“;

დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „უ1“ და „უ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ1) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტისა და სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;

„უ2) სხვა პირების მიერ სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შემუშავების შემთხვევაში ადგენს პროექტის შესაბამისობას სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტთან და გასცემს შესაბამის დასკვნას.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია