დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 565 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 03/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.010.688 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.688
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №565
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
�საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
� ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და �საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� და �მ� ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
��� მუხლი 1
�საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათ�ლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.012.2006 წ., №8, მუხ. 78) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) �ა�, �ბ� და �გ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ � ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო (შემდგომში � სააღმზრდელო), სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ამ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მია�წო�დოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდი�ნარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;
გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების � ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული სწავლების ცენტრების, სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;�;
ბ) �ზ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას; მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების � ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;�;
გ) �ი�, �კ�, �ლ�, �მ�, �ნ� და �ო� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში;
კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენი ნგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ � ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ � ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში;
ო) ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდელობით დადგენილი წესით; უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის წარმოებას და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდულად ან, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის წარდგენას სამინისტროში; კურირებს სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობას;�;
დ) �რ1� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�რ1) უზრუნველყოფს დასკვნის მომზადებას ობოლი და მშობლის მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში მიმართავს დაწესებულებას ბავშვის განთავსებასთან დაკავშირებით;�;
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის �ი� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ი) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;�.
3. დებულებას დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი
2009�2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, რესურსცენტრი უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ � დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის �ა�, �ბ�, �გ�, �ზ�, �ი�, �კ�, �ლ� და �მ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.�.
��� მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები