დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 563 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 03/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.010.686 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.686
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №563
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 12.03.2007 წ., №32, მუხ. 388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი).“;
ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტის ასლს უგზავნის გამოცდების ეროვნული ცენტრს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას.“;
გ) მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის ვადებს ადგენს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით. სკოლაში ან რესურსცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს გამოცდას, გამოცდის ჩატარებისათვის დადგენილი თარიღიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. გამოცდის თარიღს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ შესაბამის სკოლაში ან რესურსცენტრში გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები