დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეროვნული გამოცდების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 03/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.010.684 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.684
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №561
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 215 მუხლის მე-5 პუნქტის, 281 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში (სსმ III, 13.02.2007წ., №20, მუხ. 229) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ.“;
ბ) ბრძანების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების“ სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულება.“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;
ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) უზრუნველყოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) შეიმუშავებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ა2) შეიმუშავებს უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.“;
ზ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) უზრუნველყოფს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
„ბ2) მონაწილეობას ღებულობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შემუშავებაში.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები