„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 31/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 31/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.676
  • Word
56
31/07/2007
სსმ, 107, 31/07/2007
110.060.000.39.036.010.676
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.676

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №56

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2006 წლის 18 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №17 ბრძანებით (სსმ III, 18.09.2006წ., №128, მუხ. 1699) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) უფროსი პროკურორები;

ბ) პროკურორები;

გ) უფროსი გამომძიებლები;

დ) კანცელარიის უფროსი;

ე) სპეციალისტი.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;

ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;

გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;

დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;

ე) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი