დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 31/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.675 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.675
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №55
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებაში (სსმ III, №138, 28.11.2005 წ., მუხ. 1523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულება“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროების საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალური საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო:
ა) ახორციელებს ზედამხედველობას ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე და საპროცესო ხელმძღვანელობას ამავე სამინისტროების საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით;
ბ) ახორციელებს ზედამხედველობას ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე და საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარ გამოძიებაზე ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;
გ) როგორც წესი, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
დ) ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.“.
7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას;“;
ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების საგამოძიებო ორგანოთა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;“.
8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებიდან წარმოდგენილ შუამ-დგომლობებზე საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ და წარუდგენს წინადადებებს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას;“;
ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ამოწმებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;“.
9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) შესასწავლად და შესამოწმებლად ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, დოკუმენტებს და ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;“;
ბ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) უზრუნველყოფს ადგილებზე გასვლებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში საქ-მიანობის შემოწმებისა და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ამ ღონისძიებების შედეგებს მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;“.
10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტები.“;
ბ) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ახორციელებენ კონტროლს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით, კანონების, გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მითითებების შესასრულებლად;“;
გ) მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში სისხლისსამარ-თლებრივი დევნის ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;“.
11. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
,,41. სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალური საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა თაობაზე და ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.“.
12. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. დასკვნითი დებულება
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებუ-ლების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები