დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 31/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.674 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.674
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №54
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №119, მუხ.1032) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტი;“.
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ამოცანებია:
ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროების საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები