დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 11/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.965 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №21
2008 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ბიბლიოთეკა, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრი, საკლუბო დაწესებულება (კულტურის სახლი), მუზეუმი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება და შემოქმედებითი კოლექტივები (ანსამბლები, გუნდები, ორკესტრები და სხვ.), გარდა ამ დადგენილების №1, №2, №3 და №4 დანართებში მითითებული დაწესებულებებისა, ჩაითვალოს ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებად, რომელთა ლიკვიდაციას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნებას და/ან რეორგანიზაციას, ასევე ხელმძღვანელი პირების დანიშვნა-გათავისუფლებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. არსებული დაწესებულებების ბაზაზე თვითმმართველი ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვალოს იმ დაწესებულებ(ებ)ის უფლებამონაცვლედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;
გ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს (დანართი №2), აგრეთვე მუზეუმები, რომლებშიც დაცულია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი საგანძური (დანართი №1) და №4 დანართში მითითებული დაწესებულებები რჩებიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებად. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო 2007 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოფს ამ პუნქტში მითითებული მუზეუმების სსიპ-ად დაფუძნებას.“;
დ) დადგენილების №1 დანართის მე-14, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი. დუშეთი, სოფ. ოძისი.
16. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი. გორი, სოფ. თამარაშენი.
17. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში.
18. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი. სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ. №2.“;
ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №4 დანართი:
,,დანართი №4
| № | შემოქმედებითი კოლექტივები | მისამართი |
| 1 | სსიპ – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი | ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №123 |
| 2 | სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ერისიონი” | ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. №16 |
| 3 | სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი” | ქ. რუსთავი, მე-12 მიკრორ-ნი |
| 4 | სსიპ – გორის ქალთა კამერული გუნდი | ქ. გორი, სამეფოს ქ. №17 |
| 5 | სსიპ – თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი | ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №123/125 |
| 6 | სსიპ – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი | ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №22 |
| 7 | სსიპ – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი | ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №154“. |
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები