„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 31/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.662
  • Word
531
23/07/2007
სსმ, 107, 31/07/2007
430.010.000.22.022.010.662
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.662

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №531

2007 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის  №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2006, №71, მუხ, 897) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის შემდეგ, ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იბარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას.“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვას – ლიცენზირების სამსახური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად:

ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;

ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად:

ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;

ბ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა, ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.

გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად:

გ.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;

გ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან “საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.

2. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის ფორმის მისაღებად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გამოცდების ჩატარების შემდეგ წარადგენს სამინისტროში მოთხოვნას, რომელსაც ახლავს ნუსხა იმ პირებისა, რომლებმაც მოიპოვეს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება, ცენტრის გადაწყვეტილებასთან ერთად.“;

ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ლიცენზირების სამსახური;“;

ვ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:

გ.ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი;

გ.ბ) საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი, სრული ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეთა სახელობითი ნუსხა, რომლებზედაც უნდა გაიცეს საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;“;

ზ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში;“;

თ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის სამინისტროს მიერ გაცემულ ფორმებს ავსებს ცენტრი, ხოლო შევსებული ფორმების გაცემას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი.“;

ი) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“:

კ) მე-5 მუხლს დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, ვალდებულია ამ ჟურნალის შესაბამისი ჩანაწერის დამოწმებული ასლი გააგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეინახოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ასლები.

7. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

ლ) მე-7 მუხლს შეეცვალოს ნუმერაცია და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა“;

მ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ, ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

ნ) მე-7 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

ო) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრი ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს ახალი დოკუმენტების მისაღებად.“;

პ) დებულების მე-8 მუხლს შეეცვალოს ნუმერაცია და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების გაცემა“;

ჟ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;

რ) მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა)ასლი;

გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;

დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;

ე) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს.

4. ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება;

გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;

დ) ზოგადი განათლების (სრული ზოგადი განათლების საბაზო ან საშუალო საფეხურის) დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.“;

ს) მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე ცენტრს მიმართავს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემის მიზნით და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში –დაბადების მოწმობა)ასლი;

გ) ცენტრის გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი და სახელწოდება, რომლითაც დამტკიცდა შესაბამისი ექსტერნის გამოცდების ჩაბარების შედეგები, იმ სერტიფიკატის ნომერი, სახელწოდება და გამოცემის თარიღი, რომელზეც გაიცემა დუბლიკატი, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობის შემთხვევაში.

7. ცენტრმა ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმის მისაღებად სამინისტროს უნდა წარუდგუნოს:

ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – სერტიფიკატის სახელწოდება, გამოცემის თარიღი და ნომერი;

გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლი;

დ) ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა.“;

ტ) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის –სერტიფიკატის დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრში.“;

უ) მე-8 მუხლს დაემატოს მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, ვალდებულია ამ ჟურნალის შესაბამისი ჩანაწერის დამოწმებული ასლი გააგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეინახოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ასლები.

13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატებს ავსებს ის ორგანო/დაწესებულება, რომელმაც გასცა ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

14. ამ მუხლის მე-3 პუნქტით, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.“;

ფ) დებულებას დაემატოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1. 2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას წარმოადგენს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

2. 2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე:

ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;

ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში;

გ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

დ.ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

დ.ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლი;

დ.გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;

დ.დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;

დ.ე) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;

ე) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ე.ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ე.ბ) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება;

ე.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;

ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია