„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 925
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.010.656
  • Word
925
23/07/2007
სსმ, 105, 27/07/2007
230.100.000.22.033.010.656
„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.010.656

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №925

2007 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

�საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით დამტკიცებულ �საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციაში� (სსმ III, 22.12.06 წ., №172,� მუხ. 2320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა)���� მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელიც განთავსებულია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე) ხორციელდება მოწმობის წარდგენით (მოწმობის უკანა გვერდზე საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო აღნიშვნით), რომელიც დადასტურდება, მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.�.

ბ) მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ბ1� ქვეპუნქტი:

�ბ1) იმ შემთხვევაში, როდესაც პირს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20 დღის ვადაში გააქვს საქართველოს ტერიტორიიდან;�.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი