,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 11/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.964
  • Word
20
08/02/2008
სსმ, 21, 11/02/2008
010.240.030.10.003.000.964
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №20

2008 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესა­ბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულე­ბა­ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,ყ2“, მე-5 მუხლის ,,ძ1“ და მე-11 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტები.

2. დებულების მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქ­ტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცე­მული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;“.

3. დებულების 31-ე მუხლის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოს (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;

ვ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების (სამსახურების) ხელმძღვანელობა და კონტროლი;“.

4. დებულების 31-ე მუხლის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ამო­ღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ვ. გურგენიძე