დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 923 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.040.22.033.010.654 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.010.654
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №923
2007 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებულ „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06წ., №172, მუხ. 2326) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები