,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 903
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 25/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.645
  • Word
903
19/07/2007
სსმ, 105, 25/07/2007
010.240.030.22.033.010.645
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.645

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 903

2007 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 14.09.05, №107, მუხ. 1195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) არქივის სამმართველო.“;

ბ) ამოღებული იქნეს მე-7 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი;

გ) მე-7 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) საქმისწარმოების პერიოდული შემოწმება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

,,მუხლი 12. არქივის სამმართველო

1. არქივის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) არქივის დაკომპლექტება სამინისტროს ცენტრალური აპარატისა (სტრუქტურული ქვედანაყოფებისა) და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალური და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით;

ბ) დოკუმეტების აღრიცხვა და დაცვის უზრუნველყოფა;

გ) არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა;

დ) არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება;

ე) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადასაცემად მომზადება და გადაცემა შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ვადების და მოთხოვნების შესაბამისად.

2. ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით არქივის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ღებულობს სამინისტროს ცენტრალური აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დოკუმენტებს მოწესრიგებული სახით;

ბ) აღრიცხავს არქივში მიღებულ დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას;

გ) ქმნის და სისტემატურად აუმჯობესებს არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატს;

დ) ორგანიზაციას უწევს სამინისტროს ხელმძღვანელებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო მომსახურებას; ახორციელებს დოკუმენტების გამოყენებას დაწესებულებებისა და კერძო პირების შეკითხვებზე, მათ შორის მოქალაქეთა სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვებზე; აწარმოებს გამოყენების აღრიცხვასა და ანალიზს;

ე) ატარებს დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას და ახორციელებს საორგანიზაციო და მეთოდიკური ღონისძიებების კომპლექსს დოკუმენტის მუდმივი შენახვისათვის გადასაცემად;

ვ) ახორციელებს საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის შემოწმებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში;

ზ) მეთოდიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მუშაკებს დოკუმენტებზე მუშაობისას;

თ) მონაწილეობს მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავებაში საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში;

ი) მონაწილეობს სამინისტროს ცენტრალური აპარატის (სტრუქტურულ ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარებაში;

კ) ახორციელებს ელექტრონული დოკუმენტების მიღებას, უზრუნველყოფს მათ დაცვას, აღრიცხვას, შერჩევასა და გამოყენებას, აგრეთვე სახელმწიფო შესანახად მომზადებასა და გადაცემას. ელექტრონული დოკუმენტები შესანახად გადაეცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების არქივების დაკომპლექტების ფონდებს;

ლ)     ყველა ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ელექტრონულ დოკუმენტებზე საარქივო შესანახად გადაცემისა და შენახვის პროცესში (ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) უნდა იქნეს დოკუმენტირებული ელექტრონული დოკუმენტების ავთენტიკურობის უზრუნველსაყოფად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი