,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 23/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.010.642
  • Word
1012
23/07/2007
სსმ, 104, 23/07/2007
020.080.160.22.034.010.642
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.010.642

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1012

2007 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებით (სსმ III, 05.08.2005, №92, მუხ. 1050) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101, 102 და 103 მუხლები:

    „მუხლი 101.

1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №6) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.

2. საამისოდ უფლებამოსილი პირი განიხილავს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას.

3. საჯარიმო ქვითრის ფორმა იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

4. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

    მუხლი 102.

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე – რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი შესაბამისი ოდენობით.

3. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 103.

1. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი მოსამსახურე გარდა მე-6 პუნქტისა.

2. საჯარიმო ქვითრის I ნაწილის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში მონაცემები შეიტანება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირის) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი;

ბ) მე-4 პუნქტში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიეთითება კონკრეტული რაიონი (ქუჩა), სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

გ) მე-5 პუნქტში მონაცემები სატრანსპორტო საშუალებათა რეკვიზიტების თაობაზე.

3. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 


ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი გა № 000000

ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ____________________________________     2. ________________________________________________

          შედგენის თარიღი(რიცხვი,თვე,წელი)                            ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი  

3. ა)  მესაკუთრის ______________________________________  ბ)   ________________________________

                                         სახელი და გვარი / სახელწოდება                                დაბ./ რეგისტრაციის თარიღი

) სახელი _____________________________    )  ______________________________________________  

                            პირადი № / საიდენტ. კოდი                                                             მისამართი

4.1. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

4.2. ასკ-ის მუხლი _________________   ნაწილი ________________  ქვეპუნქტი____________________

4.3.აჯარიმის ოდენობა _________________________________ ლარი

                                                                    სიტყვიერად        

4.4. სატრანსპორტო საშუალების:    _______________   _________________________________________

                                                                   სახელმწიფო №            ტექ.პასპორტის №, გაცემისთარიღი

6. მიმღები მოლარე ___________________________          _________________________

                                                  ხელმოწერა და თარიღი                              საბანკო კოდი

 

 

 

    ნაწილი II.

საჯარიმო ქვითრის ყუა

№ გ 000000

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში

1.___________________________________________

                     გადამხდელის სხელი და  გვარი

2. __________________________________________

                            გადამხდელის  მისამართი

3.__________________________________________

      საჯარიმო თნხის ოდენობა სიტყვიერად, ციფრებში

4. ასკ-ის ___________________________________

                           მუხლინაწილი, ქვეპუნქტი

5. __________________________________________

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი

6. საბანკო კოდი _____________________________

7. სახაზინო კოდი ___________________________

8. მიმღები მოლარე __________________________

                                                  ხელმოწერა         

9. შემომტანი _______________________________

                                                  ხელმოწერა

                                                ..

თარიღი ___________________________________

                                           რიცხვი,თვე,წელი

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბაბკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ

წარმდგენი   ____________________________

                                          გვარი, სახელი

_______________________________________   

                        წარმდგენის ხელმოწერა        _______________________________________   

                       ოქმის შემდგენის ხელმოწერა       

                                        ხელმოწერა                                                   

ჩაიბარა პირადად ____________________________

                                                          გვარი, სახელი

_____________________________________________   

მიმღების ხელმოწერა ან ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა

 


ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს) ან 500 ლარის ოდენობით (თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს). საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.