„აფთიაქების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №282/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 228/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 23/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.160.010.22.035.010.640
  • Word
228/ნ
23/07/2007
სსმ, 104, 23/07/2007
470.160.010.22.035.010.640
„აფთიაქების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №282/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.160.010.22.035.010.640

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №228/ნ

2007 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„აფთიაქების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №282/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „აფთიაქების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №282/ნ ბრძანების (სსმ III, 2003 წ., №134, მუხ. 1105) პირველი პუნქტით დამტკიცებული აფთიაქების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების მე-4 მუხლის:

1. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააფთიაქო დაწესებულების შენობას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათება. განათება უნდა იყოს გათვალისწინებული მთელი შენობისათვის. გარდა ამისა, ცალკეული სამუშაო ადგილისათვის უნდა მოეწყოს ადგილობრივი განათება. ხელოვნური განათება ხორციელდება ლუმინესცენტური და ვარვარების ნათურებით დანართი 1-ის ცხრილი 2-ის შესაბამისად.“

2. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. აღჭურვილობა უნდა განთავსდეს კედლიდან ისეთი დაშორებით, რომ შესაძლებელი იყოს მისი დასუფთავება, დეზინფექცია და შეკეთება. აღჭურვილობამ არ უნდა შეაფერხოს განათების შეღწევადობა და არ ჩახერგოს გასასვლელები. კონკრეტულ საწარმო სათავსებში არ დაიშვება იმ მანქანების, აპარატების და სხვათა განთავსება, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მოცემული საწარმო სათავსის ტექნოლოგიურ პროცესთან.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი