დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 23/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.010.22.024.010.636 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.22.024.010.636
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1121
2007 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №19, მუხლი 179) დამტკიცებული ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები