დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 27/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.010.632 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.632
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №517
2007 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებული აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 968) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. დიდებულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები