პროფესიული დაავადებების ნუსხისა და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი

პროფესიული დაავადებების ნუსხისა და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი
დოკუმენტის ნომერი 216/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.618
216/ნ
13/07/2007
სსმ, 102, 18/07/2007
470.230.000.22.035.010.618
პროფესიული დაავადებების ნუსხისა და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.070.22.035.010.618

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №216/ნ

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

პროფესიული დაავადებების ნუსხისა და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი

მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული დაავადების დიაგნოზის დასმის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის, სამედიცინო და შრომითი რეაბილიტაციის საკითხების მართლზომიერი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

დამტკიცდეს პროფესიული დაავადებების ნუსხა (დანართი №1);

დამტკიცდეს იმ პროფესიული საქმიანობისა და მავნე ფაქტორების ჩამონათვალი, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი (დანართი №2);

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი 1

პროფესიულ დაავადებათა ნუსხა

 

ჯანმო-ს

კოდი

1. საწარმოო აეროზოლებით გამოწვეული სუნთქვის ორგანოების პათოლოგია

 

J 62

პნევმოკონიოზი გამოწვეული სილიკატების შემცველი მტვრით

 

J 61

პნევმოკონიოზები გამოწვეული აზბესტით და სხვა მინერალური ბოჭკოებით

 

J 63

პნევმოკონიოზი გამოწვეული სხვა არაორგანული მტვრით

 

J 62.0

პნევმოკონიოზი გამოწვეული ტალკის მტვრით

 

J 60

ქვანახშირის საბადოში მომუშავეთა პნევმოკონიოზი (ანთრაკოზი, ანთრაკოსილიკოზი, ქვანახშირის მაღაროელის ფილტვი)

 

J 63.3

გრაფიტით გამოწვეული ფიბროზი (ფილტვის)

 

J 63.8

პნევმოკონიოზი გამოწვეული სხვა დაზუსტებული არაორგანული მტვრით

 

J 44

ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობებით

 

J 45.0

ასთმა

 

J 67.2

ჩიტების მოყვარულების ფილტვი

 

J 67.0

ფერმერის ფილტვი

 

J 68.0

ბრონქიტი და პნევმონიტი, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებებით, გაზებით, კვამლით და ორთქლით (ქიმიური ბრონქიტი მწვავე)

 

 

 

ჯანმო-ს

კოდი

2. სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შხამებით, ფარმაკოლოგიური საშუალებებითა და სხვა ქიმიური faqtorebiT gamowveuli პროფესიული დაავადებები

1.

T 59.0

აზოტის ჟანგის ტოქსიური ეფექტი

2.

T 59.4

ქლორის აირის ტოქსიური ეფექტი

3.

T 59.5

ფტორის აირისა და ფტორწყალბადის ტოქსიური ეფექტი (პროფესიული ფლუოროზი)

4.

T 59.3

ცრემლმდენი აირის, ცრემლის აირის ტოქსიური ეფექტი

5.

T 56.3

კადმიუმისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

6.

T 56.8

სხვა ლითონების ტოქსიური ეფექტი

7.

T 57.2

მანგანუმისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

8.

T 56.4

სპილენძისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

9.

T 56.1

ვერცხლისწყლისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

10.

T 56.0

ტყვიისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

11.

T 57.0

დარიშხანისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

12.

T 59.6

გოგირდწყალბადის ტოქსიური ეფექტი

13.

T 54.0

ფენოლისა და მისი ჰომოლოგების ტოქსიური ეფექტი

14.

T 53.7

არომატული ნახშირწყალბადების სხვა ჰალოგენწარმოებულების ტოქსიური ეფექტი

15.

T 57.1

ფოსფორისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

16.

T 56.2

ქრომისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

17.

T 56.4

თუთიისა და მისი შენაერთების ტოქსიური ეფექტი

18.

T 52.0

ნავთობის პროდუქტების ტოქსიური ეფექტი

19.

T 36

სისტემური ანტიბიოტიკებით მოწამვლა

20.

T 38

ჰორმონებით, მათი სინთეზური ანალოგებითა და ანტაგონისტებით მოწამვლა

21.

T 40

ნარკოტიკებითა და ფსიქოდიზლეპსიური საშუალებებით მოწამვლა

22.

T 43

ფსიქოტროპული წამლებით მოწამვლა

23.

T 45.2

ვიტამინებით მოწამვლა

24.

T 51.1

მეთანოლის ტოქსიური ეფექტი

25.

T 65.0

ციანიდების ტოქსიური ეფექტი

26.

T 55

საპნებისა და დეტერგენტების ტოქსიური ეფექტი

27.

T 60

პესტიციდების ტოქსიური ეფექტი

28.

T 60.0

ფოსფორორგანული და კარბამატული ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტი

29.

T 53

ალიფატური და არომატული ნახშირწყალბადების ჰალოგენური დერივატების ტოქსიური ეფექტი

30.

T 65.2

თამბაქოსა და ნიკოტინის ტოქსიური ეფექტი

31.

T 52.0

ნავთობის პროდუქტების ტოქსიური ეფექტი

32.

J 68.4

სუნთქვის გზების ქრონილული მდგომარეობები, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებებით, გაზებით, კვამლითა და ორტქლით

33.

J 84.1

ფიბროზით მიმდინარე ფილტვების ინტერსტიციური ავადმყოფობები

34.

T 59.7

ნახშირორჟანგის მოქმედების ტოქსიური ეფექტი

35.

T 59.8

სხვა დაზუსტებული აირების, კვამლის, ორთქლის ტოქსიური ეფექტი

36.

T58

ნახშირჟანგის (ნახშირბადის მონოოქსიდის) ტოქსიური ეფექტი

37.

R 50.0

ცხელება (ფტოროპლასტური, ტეფლონური, მეტალური ცხელება)

 

 

ჯანმო-ს

კოდი

3. ბიოლოგიური ფაქტორების მოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

 

A 15

რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებული

 

A 23

ბრუცელოზი

 

A 82

ცოფი

 

A 70

ორნითოზი

 

A 22

ჯილეხი

 

A 24,0

ქოთაო

 

B 58

ტოქსოპლაზმოზი

 

B 15- B 19

ვირუსული ჰეპატიტი

 

A 21

ტულარემია

 

B 67

ექინოკოკოზი

 

A 78

ქუ - ცხელება

 

B 89

დაუზუსტებელი პარაზიტული ავადმყოფობები

 

B 33

სხვა ვირუსული ავადმყოფობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში

 

B 08

სხვა ვირუსული ინფექციები, რომლებიც ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით და არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში

 

 

ჯანმო-ს

კოდი

4. ფიზიკური ფაქტორების მოქმედებით გამოწვეული

პროფესიული დაავადებები

 

T 75.2

ვიბრაციის ეფექტი

 

T 67.0

სითბოს დაკვრა და მზის დაკვრა

 

T 67.1

სითბური სინკოპე, სითბური კოლაფსი

 

T 67.2

სითბური სპაზმები

 

T 70.0

ატმოსფერული წნევისა და წყლის წნევის ეფექტები

 

T 33-35

მოყინვა

 

T 69

დაბალი ტემპერატურის სხვა ეფექტები

 

T 68

ჰიპოთერმია

 

T 66

სხივური ავადმყოფობა (რადიაციის დაუზუსტებელი ზემოქმედება)

 

T 20- T 32

დამწვრობები და კოროზიები

 

H 26

სხვა კატარაქტა

 

L 57

კანის ცვლილებები, გამოწვეული არამაიონიზირებელი გამოსხივების ქრონიკული ზემოქმედებით

 

H 83.3

შიგნითა ყურის შუილოვანი (ხმაურის) ეფექტი

 

 

ჯანმო-ს

კოდი

5. ცალკეული სისტემების და ორგანოების დაძაბვით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

 

G 24

დისკინეზია

 

G 62

სხვა პოლინეიროპათია

 

G 54

ნერვის, ფესვისა და წნულის დაზიანებები

 

M 72.0

ხელის გულის ფასციის ფიბრომატოზი (დიუპიუტრენის)

 

M 87.0

ძვლის იდიოპათიური ასეპტიკური ნეკროზი

 

M 15

პოლიართროზი

 

M 81

ქალის სასქესო ორგანოების პროლაფსი

 

I 83.2

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზი წყლულითა და ანთებით

 

M 77.0

მედიალური ეპიკონდილიტი

 

M 77.1

ლატერალური ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი)

 

M 95

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის სხვა შეძენილი დეფორმაციები

 

 

 

ჯანმო-ს

კოდი

6. ალერგიული დაავადებები

 

H 10

კონიუქტივიტები

 

J 45.0

უპირატესად ალერგიული ასთმა

 

L 23

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

 

T 78.3

ანგიონევროზული შეშუპება

 

L 50

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

 

T 78.2

ანაფილაქსიური შოკი

 

K 71

ღვიძლის ტოქსიური ავადმყოფობა

 

 

ჯანმო-ს

კოდი

 7. სიმსივნეები

 

 

C 34

ბრონქებისა და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე

 

C 22

ღვიძლის და ღვიძლშიდა სანაღვლე გზების ავთვისებიანი სიმსივნე

 

C 16

კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე

 

C 67

შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე

 

C 40- C 41

ძვლის და სასახსრე ხრტილის ავთვისებიანი სიმსივნე

 

C 44

კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნე

 

C 91-94

მწვავე ლეიკოზი, ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზები, სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები

 

ჯანმო-ს

კოდი

8. კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებები

 

 

L 24

გამაღიზიანებლით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი

 

L 23

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

 

L 20

სხვა ატიპური დერმატიტი

 

L 73

სხვა ფოლიკულური დაზიანებები

 

L 56.2

ფოტოკონტაქტური დერმატიტი

 

L 59

კანისა და კანქვეშა ქსოვილების სხვა დაზიანებები გამოწვეული რადიაციით

 

L 28

მარტივი, ქრონიკული ლიქენი და პრურიგო

 

L 80

ვიტილიგო

 

B 37

კანდიდოზი

 

B 86

ბღერი

 

ჯანმო-ს

კოდი

9. მხედველობის ორგანოს პროფესიული დაავადებები

 

H 10

კონიუქტივიტი

 

H 16.2

კერატოკონიუქტივიტი

 

H 10.5

ბლეფაროკონიუქტივიტი

 

H 26.8

სხვა დაზუსტებული კატარაქტა

 

H 52.1

მიოპია (პროგრესული)

 

 

ჯანმო-ს

კოდი

10. ყელ-ყურ ცხვირის დაავადებები

 

J 31.2

ქრონიკული ფარინგიტი

 

J 37.0

ქრონიკული ლარინგიტი

 

J 38.2

მბგერავი იოგების კვანძები

 

R 49

ხმის ცვლილებები

 

T 70.0

ყურის ბაროტრავმა

 

H 83.3

შიგნითა ყურის შუილოვანი (ხმაურის) ეფექტები

 

H 90.3

ნერვულ-სენსორული სმენის დაკარგვა, ორმხრივი

 

  დანართი 2

იმ პროფესიული საქმიანობის და მავნე ფაქტორების ჩამონათვალი, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი

 

 

 პროფესიული დაავადება

გამომწვევი მავნე ფაქტორები

პროფესიული საქმიანობა

 

 1. საწარმოო აეროზოლებით გამოწვეული სუნთქვის ორგანოების პროფესიული პათოლოგია

1.

პნევმოკონიოზი გამოწვეული სილიკატების შემცველი მტვრით

– ანდეზიტოზი

– კაოლინოზი

– ოლივინოზი

– ნეფელინოზი

– ცემენტისმიერი პნევმოკონიოზი

– ქარსისმიერი პნევმოკონიოზი

თავისუფალი ან შეკავშირებული სილიციუმის დიოქსიდი ან სხვა სახის არაორგანული და ორგანული საწარმოო მტვერი (ნახშირი, მანგანუმი, ბარიტი, გუმბრინი, ანდეზიტი, ცემენტი, აზბესტი, ასკანიტი, ქარსი, ოლივინი და სხვა). ორგანული და ხელოვნური მინერალური ბოჭკოს და მცენარე-ული წარმოშობის მტვერი (ბამბა, ლერწამი, კანაფი, სელი, შაქრის ჭარხალი). პლასტმასის მტვრისა და ორთქლის მოქმედება.

მიწისქვეშა სამუშაოები (რომელსაც ასრულებენ სამთო კომბაინის, საშალაშინო დანადგარის, საბურღი დაზგის მემანქანეები, სანგრევი ჩაქუჩით დახრილ ქანობზე მომუშავე მესანგრეები, ამწმენდი სანგრევის სამთო მუშები, გამყვანები, ამფეთქებლები, გამმაგრებლები, შახტის მანქანებისა და მექანიზმების მემანქანეები, სამთო ოსტატები), აგრეთვე სამუშაოები, რომელსაც ასრულებენ სილაჭავლურ დანადგარებზე მომუშავენი, მეყალიბეები, გამომბერტყავები, შემომჭრელები, ფაიფურის და ქაშანურის ნაკეთობათა კერამიკული წარმოებების მუშები, მხერხავები, ელექტრომდნობელები, ელექტროშემდუღებლები, ქვის მთლელები და სხვ.

ბამბის, კანაფის, სელის შაქრის ჭარხლისა და ლერწმის წარმოება.

პლასტმასის მიღება გამოყენება, სათამაშოებისა და ჭურჭლის წარმოება.

2.

პნევმოკონიოზები გამოწვეული აზბესტით და

სხვა მინერალური ბოჭკოებით

– აზბესტოზი

– ბისინოზი

– ბაგასოზი

– პლასტმასის მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზი

 

 

3.

პნევმოკონიოზი გამოწვეული სხვა არაორგანული მტვრით

– გუმბრინოზი

 

 

 

4.

პნევმოკონიოზი გამოწვეული ტალკის მტვრით

– ტალკოზი

 

 

 

5.

ქვანახშირის საბადოში მომუშავეთა პნევმოკონიოზი

– ანთრაკოზი

– ანთრაკოსილიკოზი

– ქვანახშირის მაღაროელის ფილტვი)

– მურისმიერი პნევმოკონიოზი

 

 

6.

გრაფიტით გამოწვეული ფიბროზი (ფილტვის)

– გრაფიტოზი

 

 

7.

პნევმოკონიოზი გამოწვეული სხვა დაზუსტებული მტვრით

– მეტალოკონიოზები

– ალუმინოზი

– სტანიოზი

– ბერილიოზი

– მანგანოკონიოზი

– ბარიტოზი

– სიდეროზი

-– სიდეროსილიკოზი

– ელექტროშემდუღებელთა და აირით მჭრელთა პნევმოკონიოზი

– მხეხავთა და მეზუმფარეთა პნევმოკონიოზი

 

 

8.

ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობებით

– მტვრისმიერი პროფესიული ბრონქიტი

 

მტვერი: საწარმოო მინერალური (სილიციუმის დიოქსიდი, ნახშირი, კირი, ლითონური და სხვ.), ორგანული (ფქვილი, მარცვლეული, ბამბა, თამბაქო, პლასტმასი, ბეწვეული, მატყლი და სხვ.), ანტიბიოტიკები და სხვ.

ზემოთ მითითებული პროფესიები და ასევე ალუმინის და კირის წარმოების მუშები, წისქვილკომბინატის მუშები (ტომრების მბერტყავები, ფქვილის ჩამყრელები), ჯაგრისის, ბამბისა და თამბაქოს დამუშავებაზე, აგრეთვე ქეჩის მოთელვის წარმოებაზე დაკავებული მუშები, პირი, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს საწარმოო მტვერთან.

9.

ასთმა

– პროფესიული ბრონქული ასთმა

 

მასენსიბილიზებელი მოქმედების აეროზოლები (ნატურალური აბრეშუმი, ურსოლი, აბუსალათინი, მატყლი, აბრეშუმი, თამბაქო, თმა) ზოგიერთი ლითონი: ქრომი, მანგანუმი, კობალტი, ნიკელი, პლატინა და მედიკამენტები (თიამინი, ნოვოკაინი, ფურაცილინი და სხვ.)

აბრეშუმის ძაფსაღები და საგრენაჟო წარმოებების, ბეწვეულის, ნატურალური და ხელოვნური ტყავის, მატყლისა და შალის წარმოება - დამუშავებაზე დასაქმებულები, ქიმიური წარმოებებისა და ლაბორატორიების, ელექტროლიზური საამქროების, მანგანუმისა და თამბაქოს წარმოების მუშა - მოსამსა-ხურეები, პარიკმახერები და სხვ.

10.

ჩიტების მოყვარულების ფილტვი

– მეფრინველეთა ფილტვი

სისტემატური დაძაბული ექსპირაცია მუშაობის პროცესში, აგრეთვე

ლპობადი მცენარეული მტვერის სისტემატიური ჩასუნთქვა

 

მინამბერები, სასულე ინსტრუმენტებზე დამკვრელები.

11.

ფერმერის ფილტვი

 

 

ფერმებში და მეფრინველეობის ფაბრიკებში მომუშავენი.

12.

ბრონქიტი და პნევმონიტი, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებებით, გაზებით, კვამლით და ორთქლით (ტოქსიკური ბრონქიტი)

– ტოქსიკური პროფესიული ბრონქიტი

გამაღიზიანებელი ტოქსიკური ნივთიერებები (ქლორი, აზოტი, გოგირდი, მათი ნაერთები და სხვ.).

 

ქიმიურ, მეტალურგიულ და სხვა წარმოებაში, ლაბორატორიებში მომუშავე პირები.

 

 

2. სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შხამებითა და სხვა ქიმიური ფაქტორებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

1.

სამრეწველო შხამებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციები

– აზოტის ჟანგით

– ქლორის აირით

– ფტორის აირით და ფტორწყალბადით

– ცრემლმდენი აირი, ცრემლის აირით

– კადმიუმით და მისი შენაერთებით

– სხვა ლითონებით

– მანგანუმით და მისი შენაერთებით

– სპილენძით და მისი შენაერთებით

– ვერცხლისწყლით და მისი შენაერთებით

– ტყვიით და მისი შენაერთებით

– დარიშხანით და მისი შენაერთებით

– გოგირდწყალბადით

– ფენოლით და ფენოლის ჰომოლოგებით

– არომატული ნახშირწყალბადებით სხვა ჰალოგენწარმოებულებით

– ნახშირორჟანგით

– ნახშირჟანგის (ნახშირბადის მონოქსიდის) ტოქსიური ეფექტი

–სხვა დაზუსტებული აირების, კვამლის ორთქლის ტოქსიური ეფექტი

– ფოსფორით და მისი შენაერთებით

– ქრომით და მისი შენაერთებით

-– თუთიით და მისი შენაერთებით

– ნავთობის პროდუქტებით

– სისტემური ანტიბიოტიკებით მოწამვლა

– ჰორმონებით, მათი სინთეზური ანალოგებითა და ანტიბიოტიკებით მოწამვლა

– ნარკოტიკებითა და ფსიქოდისლეფსიური საშუალებებით მოწამვლა

– ფსიქოტროპული წამლებით მოწამვლა

– ვიტამინებით

– მეთანოლით

– ციანიდებით

– საპნებისა და დეტერგენტების ტოქსიური ეფექტი

 

აზოტის არაორგანული ნაერთები (ამონიაკი, აზოტის ოქსიდები და სხვ);ბორი და მისი ნაერთები; ქლორი, ბრომი, იოდის ნაერთები; ფტორი ფლუორი და მისი ნაერთები; ცრემლმდენი აირები, ფოსგენი და სხვ. კადმიუმი და მისი ნაერთები; ლითონთა კარბონილები (ნიკელი, კობალტი, რკინა და სხვ.);

ორგანული მჟავები (ჭიანჭველას, ძმრის, პროპიონის, კაპრონის, ვალერიანის, მჟაუნმჟავა და სხვ.)

კობალტი; მანგანუმი და მისი ნაერთები

სპილენძის, ვერცხლის და ოქროს ნაერთები;

დარიშხანი და მისი ნაერთები;

ვერცხლისწყალი და მისი არაორგანული ნაერთები;

ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები

ტყვია და მისი არაორგანული ნაერთები

ტყვია და მისი ორგანული ნაერთები, ტეტრაეთილტყვია, გოგირდი და მისი ნაერთები, გოგირდწყალბადი, ოქსიდები, მჟავები; ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი; მეთილის სპირტი; არომატული ნახშირწყალ-ბადები, (ბენზოლი, ტოლუოლი, ქსიროლი, სტიროლი და სხვ.), პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადოვანი ნაწარმები, (ნაფტალინი, ბენზპირენი, ანტრაცენი და სხვ.), ფენოლი და მისი ნაერთები, ფოსფორი და მისი არაორგანული ნაერთები, ფოსფორი და მისი ორგანული ნაერთები;

ციანის ნაერთები; ქრომი და მისი ნაერთები;

თუთია და მისი ნაერთები; რთული ეთერები;

სინთეზური სარეცხი საშუალებები, სინთეზური პოლიმერული მასალები, ფისები, ლაქები, წებოები, პლასტმასები, საზეთ-მაცივებელი სითხეები და სხვ.

პილიამიდები (კაპრონი, ნეილონი და სხვ.),

პოლიეთერები; პოლისტიროლი; ეპოქსიდური პოლიმერები, ნახშირწყალბადების ნაერთები: ნავთობი, ნავთი, ბენზინი, მაზუთი, ბითუმი, ასფალტი, მინერალური ცხიმები და სხვ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაო, რომლის დროსაც ადგილი აქვს ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტს.

2.

– პესტიციდების ტოქსიური ეფექტი

 – ფოსფორორგანული და კარბამატული ინსექტიციდები

–ჰალოგენიზირებული ინსექტიციდები

– სხვა ინსექტიციდები

– ჰერბიციდები და ფუნგიციდები

– როდენტიციდები

– სხვა პესტიციდები

– პესტიციდები დაუზუსტებელი

– ალიფატური და არომატული ნახშირწყალბადების ჰალ,ოგენური დერივატების ტოქსიური ეფექტი

აგროქიმიკატები ქლორორგანული ნაერთები;ფოსფორორგანული ნაერთები; ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები: გრანოზანი, მერკურბენზოლი და სხვ. ქლორირებული ალიფატური მჟავების ნაწარმები; ქლორბენზოინის მჟავის ნაწარმები; ქლორფენოქსიძმრის მჟავას ნაწარმები; კარბონის მჟავის ჰალოგენჩანაცვლებული ანილიდები; შარდოვანასა და გუანიდინის ნაწარ-მები; სიმტრიაზინების ნაწარმები; სხვადასხვა ჯგუფის ჰეტეროციკლური ნაერთები და სასუქები:AQ ფოსფორო-ვანი სასუქები; აზოტოვანი სასუქები.

სამუშაო, რომლის დროსაც ადგილი აქვს აგროქიმიკატებთან და სასუქებთან კონტაქტს

3.

თამბაქოთი და ნიკოტინით

ინტოქსიკაცია

 

თამბაქოს მტვერი, ორთქლი.

თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება. თამბაქოს წარმოება: საფერმენტაციო ქარხნების და თამბაქოს ფაბრიკის მუშები (თამბაქოს ფოთლის დამხარისხებლები, სიგარეტის და პაპიროსის მემანქანეები).

4.

 

ნავთობის პროდუქტებით

ინტოქსიკაცია

ნავთობპროდუქტების ორთქლი,

აეროზოლები და სხვა

სამუშაოები დაკავშირებული ნავთობის წარმოებასთან.

5.

 

 

 

– მწვავე და ქრონიკული ტოქსიკური ბრონქიტი

– მწვავე და ქრონიკული ტოქსიკური

პნევმონია

– ტოქსიკური პნევმოსკლეროზი

– რინოფარინგოლარინგიტი

– ცხვირის ძგიდის პერფორაცია

– მწვავე და ქრონიკული ტოქსიკური ტრაქეიტი

ქიმიური ნივთიერებები: საწყისი ნედლეული, შუალედური, გვერდითი და საბოლოო პროდუქტები. აზოტმჟავა, ამონიაკი, აზოტის ჟანგეულები, იზოციანიტები, კაჟმიწა, ორგანული ნაერთები, სელენი, გოგირდი და მისი ნაერთები, ფორმალდეჰიდი, ფტალის ანჰიდრიდი, ფტორი, ქლორი, ქრომი და მათი შენაერთები. არომატული რიგის ამინონიტრო- და ქლორნაერთები. ბენზოლი და მისი წარმოებულნი. ბენზოლის ჰომო-ლოგები: ჰექსა-მეთილენდიამიდი, პესტიციდები (ქლორ-ორგანული), ტყვია და მისი არაორგან. ნაერთ.

 ყველა სახის სამუშაოები, დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებების წარმოებას-თან, გადამუშავება-გამოყე-ნებასთან (ლაბორატორიული სამუშაოების ჩათვლით), ტოქსიკური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტსა და მომსახურების სხვა სფეროში.

 

6.

– პროფესიული ფლუოროზი

– ტოქსიკური ანემია

ტოქსიკური ჰეპატიტი

არომატული რიგის ამინო და ნიტრო ნაერთები, ბენზოლი და მისი წარმოებულნი (სტიროლი), ცხიმოვანი რიგის ნახშირწყალბადების ჰალოგენ-წარმოებულნი, ჰიდრაზინი და მისი ნაერთები, პესტიციდები (ქლორორგანული), ფოსფორი, ფტორი და მისი ნაერთები.

 

 

7.

– ტოქსიკური ნეფროპათია

ბეტანაფტოლი, კადმიუმი, ოთხქლოროვანი ნახშირბადი

 

8.

ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანებები:

– პოლინეიროპათია

– ენცეფალოპათია

 

არომატული რიგის ამინო,– ნიტრო– და ქლორნაერთე-ბი, ჰექსამეთილენდიამიდი, ბენზოლი და მისი წარმოე-ბულნი, ბენზოლის ჰომოლოგები (სტიროლი), ცხიმოვანი რიგის ნახშირწყალბადების ჰალოგენ-წარმოებულები, ჰიდრაზინი და მისი ნაერთები, მანგანუმი, პესტიციდები, ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები, გოგირდნახშირბადი, ტეტრაეთილტყვია და სხვ.

 

9.

ძვლების ტოქსიკური დაზიანება:

– ოსტეოპოროზი

– ოსტეოსკლეროზი

– ოსტეონეკროზი

 

ყვითელი ფოსფორი და მისი ნაერთები, ფტორი და მისი ნაერთები.

 

 

 

10.

– ცხელება

ფტოროპლასტური (ტეფლონური) მეტალური ცხელება

 

 

 

3. ბიოლოგიური ფაქტორების მოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

1.

-–რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტეოროლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებული

– ვირუსული ჰეპატიტი

– ბრუცელოზი

– ცოფი

– ორნიტოზი

– ტოქსოპლაზმოზი

– ციმბირის წყლული, ჯილეხი

– ქოთაო

– ტულარემია

– ექინოკოკოზი

– ქუ - ცხელება

– თურქული

– დაუზუსტებელი პარაზიტული ავადმყოფობები

- სხვა დაუზუსტებელი ვირუსული ავადმყოფობები

კონტაქტი ინფექციურ ავადმყოფებთან ან დაინფიცირებულ მასალასთან. კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან, ფრინველებთან ან დაინფიცირებულ მასალასთან, ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის პროდუქტებთან (ტყავი, მატყლი, ჯაგარი, ძუა, ხორცი, რძე, ბეწვეულის ნედლეული, უტილნედლეული, მარცვლეული, ბამბა, და სხვ.).

 

ფტიზიატრიულ და ინფექციურ დაწე-სებულებებში მუშაობა, რომლის დროსაც კონტაქტი აქვთ ავადმყოფებთან ან დაინფიცირებულ მასალასთან. დაავადებულ ცხოველებთან სისტემატიურ კონტაქტში მყოფი ვეტპერსონალის საქმიანობა. ტყავისა და ბეწვე-ულის დამუშავება. ფერმებში, სასაკლაოებში დასნებოვნებულ მასალასთან კონტაქტში ყოფნა. ლაბორატორიული საქმიანობა პათო-ლოგიურ ბიოლოგიურ აგენტებზე

                 

 

 

 

4. ფიზიკური ფაქტორებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

1.

– ვიბრაციის ეფექტი

– ვიბრაციული დაავადება გამოწვეული უპირატესად ლოკალური ვიბრაციით

 

 

 

ვიბრაციის ლოკალური მოქმედება

 

ვიბრაციის წარმომქმნელ პნევმატურ და სხვა იარაღებთან მუშაობა. საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ მომქლონა-ვები, შემომჭრელები, ზეინკალ-მეთუნუქე-ები, მხერხავები, მბურღავები, საბურღი დაზგის მემანქანეები, ამწმენდი სანგრევის სამთო მუშები, დახრილ ქანობზე მომუშავე მესანგრეები, ტყის მჭრელები და სხვ.

 

ვიბრაციული დაავადება გამოწვეული უპირატესად ზოგადი ვიბრაციით

– ვიბრაციული დაავადება გამოწვეული ლოკალური და ზოგადი ვიბრაციის ერთდროული მოქმედებით (შერეული)

ზოგადი ვიბრაციის მოქმედება

 

 

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ მებეტონეები, ხიდურა ამწის მემანქანეები, ტრაქტორისტები, ბულდოზერისტები, მძიმე-წონიან სატვირთო მანქანებზე მომუშავენი, ლოკომოტივის ბრიგადის წევრები.

2.

-– შიგნითა ყურის შუილოვანი (ხმაურის) ეფექტი

– ორმხრივი კოხლეარული ნევრიტი

– კოხლეარული ტიპის სმენის დაქვეითება

– პროფესიული სიყრუე

– ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვა

ინტენსიური სამრეწველო ხმაური ან მკვეთრი ბგერის სისტემატიური მოქმედება.

 

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ ძრავის გამომცდელები, მფრინავები, ბორტ-მექანიკოსები, მქსოველები, მრთველები, მომქლონავები, მექვაბეები, ამწყობ-ზეიკნლები, შემომჭრელები, მეთუნუქეები, სამჭედლო, მწნეხავი და კომპრესული საამქროს მუშები, გემების, საქვაბე-სამანქანო განყოფილების მომსახურე პერსონალი, ლოკომოტივის ბრიგადის წევრები და სხვ.

3.

მაღალი ტემპერატურის მოქმედებით გამოწვეული დაავადებები:

– სითბოს დაკვრა და მზის დაკვრა

–სითბური სინკოპე, კოლაფსი

– სითბური სპაზმი (კრუნჩხვითი დაავადება)

სამუშაო ზონაში მაღალი ტემპერატურა და ინტენსიური სითბური გამოსხივება

სამუშაოები ღრმა შახტებში, მარტენის ჩამოსასხმელ, მილსაგლინავ საამქროებში, სამრეწველო ღუმელების წმენდა, მინის ხარშვა და სხვა, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურისა და ინტენსიური სითბური გამოსხივების პირობებში. სამუშაოები ღია ცის ქვეშ წლის ცხელ პერიოდში.

4.

დაბალი ტემპერატურის მოქმედებით გამოწვეული დაავადებები:

– მოყინვა

– ჰიპოთერმია

– დაბალი ტემპერატურის სხვა ეფექტები

– მაობლიტირებელი ენდარტერიიტი (თრომბანგიიტი)

 

სიცივის პირობებში ხანგრძლივი სამუშაოები.

 

 

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ მეთევზეები, თევზის გადასამუშავებელი ქარხნის, ხორცკომბინატის, მაცივრების მუშები, გეოლოგ-ტოპოგრაფები, გეოდეზის-ტები, ტყისმჭრელები, ნავთობისა და აირის ჭაბურღილების მბურღავები და სხვ.

5.

ატმოსფერული წნევის ცვალობადობით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

– კესონის ავადმყოფობა

მაღალი ატმოსფერული წნევა, დეკომპრესიის პროცესები

 

მყვინთავების, კესონის ბაროკამერებში მომუშავეების და სხვათა საქმიანობა.

6.

– მთის ანუ სიმაღლის დაავადება

– ყურის ბაროტრავმა

 

დაბალი ატმოსფერული წნევა

მთაში და სიმაღლეზე მომუშავეების, მფრინავების, ალპინისტების, გეოლოგების საქმიანობა

7.

მაიონებელი გამოსხივებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები:

– სხივური ავადმყოფობა (ქრონიკ.)

სისტემატიურად მოქმედი მაიონებელი გამოსხივება, რომელიც აღემატება ზღვრულად დასაშვებ სიდიდეს

 

რადიაქტიურ ნივთიერებებთან ან მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან კონტაქტში მყოფი პირების საქმიანობა

 

8.

– სხივური ავადმყოფობა (მწვავე)

 

მაიონებელი გამოსხივების ერთჯერადი ან ხანმოკლე ძლიერი მოქმედება, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მათი ნაერთების დიდი რაოდენო-ბით მოხვედრა ორგანიზმში

 

9.

– დამწვრობები და კოროზიები ქსოვილების მწვავე ადგილობრივი რადიაციული ტრავმა (რადიაცი-ული დამწვრობა)

გამჭოლი მაიონებელი გამოსხივების გარეგანი ლოკალური მოქმედება, რადიაქტიური ნივთიერებების აპლიკაციური მოქმედება.

 

10.

არამაიონიზირებელი გამოსხივებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

– კანის ცვლილებები, გამოწვეული არამაიონიზირებელი გამოსხივების ქრონიკული ზემოქმედებით

– ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია

– ასთენიური სინდრომი

– ასთენოვეგეტატური სინდრომი

– ჰიპოთალამური სინდრომი

ზემაღალი სიხშირის რადიოდიაპა-ზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების, კოჰერენტული მონოქრომული გამოსხივების სისტემატური მოქმედება.

ზემაღალი სიხშირის რადიოდიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებთან მომუშავეთა საქმიანობა, ოპტიკურ კვანტურ გენერატორებთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაოები.

11.

ლაზერული გამოსხივების მოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებები

ქსოვილების ადგილობრივი დაზიანება ლაზერული გამოსხივებით

ლაზერული გამოსხივების ლოკალური მოქმედება

ოპტიკურ კვანტურ გენერატორებთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაოები.

12.

რადიოტალღების მოქმედებით გამოწვეული დაავადებები

რადიოტალღისმიერი დაავადება

მაღალი, ულტრამაღალი და ზეულტრამაღალი დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ველების მოქმედება.

 

საქმიანობა, რომლის დროსაც მომუშავეები განიცდიან სხვადასხვა დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღე-ბის სისტემატურ მოქმედებას (რადიოს, ტელევიზიის, მედიცინის, კავშირგაბმულო-ბის, კომპიუტერული ქსელების და სისტემე-ბის მუშაკები, ლითონ-დიელექტრიკების და სხვა თერმულ დამუშავებაზე მომუშავენი, მებაჟეები და სხვ.).

13.

სხვა კატარაქტა (მეორადი კატარაქტა)

სხივური, ულტრაიისფერი გამოსხივება, ულტრაწითელი გამოსხივება და სხვა

 

 

5. ცალკეული სისტემებისა და ორგანოების დაძაბვით გამოწვეული პროფესიული დაავადებები:

 

1.

– დისკინეზია, ინკორდინაციული ნევროზი და პროფესიული დისკინეზიების სხვა სახეები

– წერითი სპაზმი

სამუშაოები, რომელიც სრულდება მონოტონურად, ჩქარ ტემპში და მოითხოვს მოძრაობათა მაღალ კოორდინაციას

 

სტენოგრაფისტების, მხაზველების, მბეჭდავების, ტელეგრაფისტების, კომპიუტერთან მომუშავეების, პიანისტების, მევიოლინეების, კარტოგრაფისტების, გრავიორების, მონოტიპისტების, ლინოტიპისტების საქმიანობა

2.

პერიფერიული ნერვებისა და კუნთების დაავადებები:

– მყარი და ხშირი მორეციდივე ნევრალგია

– ნევროპათია

– მხარ-კისრის პლექსიტი

– სხვა პოლინეიროპათია (მონო და პოლინეიროპათია, ზემო და ქვემო კიდურების ვეგეტო-სენსორული პოლინევროპათია)

– ანგიოტროფონევროზები

კუნთების სისტემატიური, ხანგრძლივი სტატიკური დაჭიმულობა. სწრაფი ტემპით შესრულებული ერთგვაროვანი მოძრაობები, ნერვულ ღეროებზე ზეწოლა და მათი მიკროტრავმატიზაცია, კიდურების სისტემატური გაცივება, კიდურებისა და სხეულის იძულებითი მდგომარეობა.

 

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ გამყვანები, საბურღი დაზგების და ელმავლების მემანქანეები, სანგრევის ამწმენდი სამთო მუშები, დახრილ ქანობზე მომუშავე მესანგრეები, მეყალიბე მწნეხავები, მებიგე-ები, მჭედლები, მგლინავები, მტვიფრავები, მხეხავები, კონვეირის მუშები, მბურღავები (ხელით ბურღვა), მეალმასეები, თევზსაჭერი გემების, მაცივრისა და ტყავის დამზადებით დაკავებული პირები, გეოლოგ-ტოპოგრაფები, ნესტიან და ჭაობიან ადგი-ლებში მომუშავე გეოდეზისტები, მწველავები და სხვ.

3.

ნერვის, ფესვის და წნულის დაზიანება

– წელ-გავის რადიკულოპათია

– მხარ-კისრის რადიკულოპათია

– ნეირომიოზიტები

– ვეგეტომიოზიტები

– მიალგია

 

მძიმე ფიზიკური შრომა, სხეულის იძულებითი მდებარეობა, ხშირი მოხრა, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორები, მიკროტრავმატიზაცია

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ საძიებო სამუშაოებით დაკავებული მუშაკები, ავტობუსისა და საბარგო მანქანის მძღოლები, ტრაქტორისტები, ლოკომოტივის ბრიგადის მუშები, მტვირთავები. ვიბრაციის წარმომქმნელ პნევმატურ და სხვა იარაღებთან მომუშა-ვენი, მომქლონავები და მათი თანაშემწენი, შემომჭრელები, ზეინკალ-მეთუნუქეები, მხერხავები, გამპრიალებლები, მბურღავები, გამყვანები, საბურღი დაზგის მემანქანეები, სანგრევის ამწმენდი სამთო მუშები, დახრილ ქანობზე მომუშავე მესანგრეები, ტყისმჭრელები და სხვ., მებეტონეები, ხიდურა ამწის მემანქანეები ბულდოზერის-ტები, მძიმეწონიან სატვირთო მანქანებზე მომუშავეები და სხვ.

4.

ძვალ კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სხვა შეძენილი დეფორმაციები

– ქრონიკული ტენდოვაგინიტი

– ქრონიკული ტენდინიტები

– ქრონიკული ტენდომიოზიტები

– მიოფიბროზები (მიოფასციკულიტი)

მასტენოზებელი ლიგამენტოზები:

– სტილოიდოზები

– მაჯის არხის სინდრომი

– ტკაცუნა თითი

– ხელისგულის ფასციის ფიბრომატოზი (დიუპიუტრენის კონტრაქტურა)

ზემო კიდურების იოგების, კუნთების და სახსრების სისტემატური დაძაბვა.

 

 

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ მტვიფრავები, მებათქაშეები, შემდუღებლები, მკერავები, მღებავები, თეთრეულის ხელით მრეცხავები, თეთრეულის წნეხით ან ხელით დამაუთოვებლები, ტყავის მრეწველობის მუშები და სხვ.

 

5.

– ქრონიკული ართრიტები

– პერიართრიტები

– ძვლის იდიოპათიური ასეპტიკური ნეკროზი

– ბურსიტები

– მედიალური ეპიკონდილიტი

– ლატერალური ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი)

– ძვლების პათოლოგიური გარდაქმნა (მოტეხილობები გადატვირთვის გამო)

– სტილოიდიტები

– ოსტეოქონდრიტები

შესატყვის სახსრებზე სისტემატიური ზეწოლა, გადაძაბვა, ტრავმატიზაცია, მონოტონური მოძრაობანი და შერყევა. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ხანგრძლივი სიცივე, კიდურების კუნთების მნიშვნელოვანი დაძაბვა.

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ სამთო მუშები, ქვისმთლელები, მეპარკეტე-ები, მეყალიბეები, ცეცხლგამძლე აგურის დამამზადებლები, ლოკომოტივის ბრიგადის მუშები, ტყისმჭრელები, სახურავის და ქვაფენილის ოსტატები.

6.

– ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზი წყლულითა და ანთებით გართულებული:

 თრომბოფლებიტით (ანთებით)

 ტროფიკული მოშლილობით

 

 

ხანგრძლივი დგომა

 

ხანგრძლივ სტატიკურ დაძაბულობასთან, დგომასთან, მძიმე ტვირთის სისტემატურ გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამთამადნო კარიერებზე მომუშავეები, საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ გვირაბგამყვანები, მბურღა-ვები, მქსოველები, მრთველები, ამწყობები, მედაზგეები, პურის მცხობელები, თევზისა და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში მომუშავეები და სხვ.

7.

– ქალის სასქესო ორგანოების პროლაფსი

საშვილოსნოსა და საშოს კედლის დაწევა და გამოვარდნა

 

სიმძიმეების სისტემატური (ცვლის დროის 50%-ზე მეტი, ხანგრძლივობა 10 წელი და მე-ტი) აწევა-გადაადგილება, სხეულის იძულებითი პოზა 40 წლამდე ასაკის ქალებში ვიბრაციასთან ერთად ან მის გარეშე, თუ ადგილი არ აქვს მენჯის კუნთების ტრავმატიზაციას მშობიარობის პერიოდში.

ტვირთების ხელიდან ხელში ან ძალის გამოყენებით გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

 

 

 

6. ალერგიული დაავადებები

 

1.

– კონიუნქტივიტები

– რინოფარინგიტები

– რინოფარინგო-ლარინგიტი

– რინიტები

– რინოსინუსიტი

 

ქიმიური წარმოშობის ალერგენები: სინთეზური პოლიმერები, ფისები, ლაქი, საღებავები, სარეცხი საშუალებები, ლითონები და მათი შენაერთები (ქრომი, ნიკელი, კობალტი, მანგანუმი, ბერილიუმი, პლატინა, ცირკონი, ვერცხლი, ოქრო და სხვა). ფორმალდეჰიდი, ეპიქლორჰიდრინი, სკიპიდარი, ქლორამინი, ჰექსამეთილენდიამინი, დინიტრო-ქლორბენზოლი, ციანიდი, თიურანი, დ-ნეაზონი, ქლორირებული ნაფტალინები, ფურანები, ამინები, ეთილენიმინები, პესტიციდები და მედიკამენტები: ვიტამინები, ანტიბიოტიკები, ნოვოკაინი, ნეირო-ლეპტიკები, ბრომის პრეპარატები, ფურაცილინის რიგის და სულფანილამიდური პრეპარატები და სხვ. ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატები, შრატები, ვაქცინები, ჰორმონალური და ფერმენ-ტული პრეპარატები. მიკრობული, სოკოვანი კულ-ტურები, ცილოვან, ვიტამინური კონცენტრატები, კომბინირებული საკვები, მწერების, გველების, ჰელმინთების და სხვათა ექსკრეტები და შხამები მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მტვერი (მარცვლოვანი, ფქვილის, ხის, შალის, ბუმბულის, აბრეშუმის, ბამბის, ჩაის, მცენარის და სხვ.)

სამუშაოები დაკავშირებული ალერგენების მოქმედებასთან და ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაავადებების გამომწვევ მავნე ფაქტორებთან.

 

2.

– უპირატესად ალერგიული ასთმა (ბრონქული ასთმა და ასთმური ბრონქიტი)

 

 

 

3.

– ალერგიული კონტაქტური დერმატიტი: დერმატიტები, ეგზემა ტოქსიდერმია

– ეგზოგენური ალვეოლიტი

 

 

 

4.

– ანგიონევროზული შეშუპება – კვინკეს შეშუპება

 

 

 

5.

– ურტიკატია – ჭინჭრის ციება

 

 

 

6.

– ანაფილაქსური შოკი

 

 

 

7.

– ღვიძლის ტოქსიური ავადმყოფობა – ტოქსიკურ-ალერგიული ჰეპატიტი

 

 

 

             

 

 

 

7. სიმსივნეები

1.

პირის ღრუსა და სასუნთქი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები:

– ზემო სასუნთქი გზების, ბრონქების და ფილტვების ავთვისებიანი სიმსივნე

რადიოაქტიური მადანი, ქვანახშირის ფისი, ნიკელი, დარიშხანი, ქრომი, აზბესტი, ასფალტი, ქლორმეთილის ეთერი, და სხვ. კუპრი, იპრიტი, ვინილქლორიდი.

 

რადიოქიმიურ, რადიოლოგიურ ლაბორა-ტორიებში, რადიაქტიური მადნის ძიებაზე, მოპოვება-გადამუშავებაზე, ქვანახშირის, ფისის, ნიკელის, დარიშხანის და სხვ. ნაერთების ჩატვირთვასა და გამოყენებაზე მუშაობა

2.

ღვიძლის და ღვიძლშიდა სანაღვლე გზების ავთვისებიანი სიმსივნე

ვინილქლორიდი, ხანგრძლივი კონტაქტი რადიაქტიურ და კანცეროგენულ ნივთიერე-ბებთან(პოლონიუმი, თორიუმი,პლუტონიუმი)

მუშაობა ვინილქლორიდთან, რადიაქტიურ წარმოებაში და სხვ.

3.

კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები

ქრომის ექვსვალენტიანი ნაერთები.

 

ქრომის ნაერთების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

4.

შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე (პაპილომა, კიბო)

 

ხანგრძლივი კონტაქტი ამინისა და ნაფტა-ლინის რიგის ამინებთან (ბენზიდინი, დიანი-დინიზინი, ბენზოლი და მისი ჰომოლოგები, ალფანაფტოლამინი, ანილინის საღებავები) და სხვა ამინონაერთებთან (ორთოტო-ლუიდინი, პარატოლუიდინი და სხვ.).

საქმიანობა, რომელსაც კონტაქტი აქვს ამინისა და ნაფტალინის რიგის ამინებთან და სხვა ამინონაერთებთან

 

5.

ძვლის და სასახსრე ხრტილის ავთვისებიანი სიმსივნე

ხანგრძლივი კონტაქტი ოსტეოტროპულ რადიაქტიურ ნივთიერებებთან: რადიუმი, სტრონციუმი, პლუტონიუმი.

რადიოქიმიური, რადიოლოგიური ლაბორატორიები და რადიოქიმიური წარმოება

7.

კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები:

– ჰიპერკერატოზი

– ეპითელიომა

– პაპილომა

– კანის კიბო

– ლეიკოკერატოზი

 

ქვანახშირის გადადენის პროდუქტები, ნავთობი, ფიქალი (ფისები, ანტრაციტის ზეთი), გუდრონი, პარაფინი და სხვ.

 

ქიმიური, კოქსოქიმიური, ანილინის საღება-ვების, ქიმიურ-ფარმაცევტული, ნავთობგა-დამამუშავებელ ქარხანაში მუშაობა, საფეიქ-რო და სხვა დარგის წარმოება, ასფალტის, ხის და საიზოლაციო მასა-ლის გაჟღენთვასა და ფისის ხარშვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ჰორმონალური პრეპარატების წარმოება.

 

8.

– მწვავე ლეიკოზი

– ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზები

– სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები

სხვადასხვა სახის მაიონებელი რადიაცია, ბენზოლი და მისი ჰომოლოგები

საქმიანობა, რომელსაც კონტაქტი აქვს სხვა-დასხვა სახის მაიონებელ გამოსხივებასთან, ბენზოლთან და მის ჰომოლოგებთან

 

           

 

 

8. კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებები

1.

– გამაღიზიანებლით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი

 

მუდმივი შეხება გამაღიზიანებელ ნივთიერე-ბებთან (სკიპიდარი, ლაქები, გამხსნელები, მცენარეული და მინერალური ზეთები, ქლო-რირებული ნახშირწყალბადები, ქრომისა და დარიშხანის ნაერთები, მჟავები, ტუტეები, ეპოქსიდური ქვანახშირის, ნავთობის და პოლისტიროლის ფისები, სარეცხი ფხვნილე-ბი, საღებავები და სხვა). შეხება მასენსიბი-ლიზებელ ნივთიერებებთან (ნიკელი, ურსოლი, დინიტროქლორბენზოლი, სკიპიდარი) ანტიბი-ოტიკები; სინთეზური და ნატურალური ფისები, ფორმალინი, ქრომის ნაერთები, ვერცხლისწყალი, მანგანუმის ნაერთები, ორგანული საღებავები, ამინაზინი, ვიტამინები, მინის ბოჭკოს მტვერი, კაპროლაქტამი. სხვადასხვა სახის მაიონებელი რადიაცია; სისტემატური შეხება სარეცხ ფხვნილებთან და სითხეებთან. მცენარეული, მინერალური, ქიმიური და ცხოველური მტვრის ნაწილაკები, საფუარისმაგვარი და სხვა სახის სოკოები, ტუბერკულოზით დაავადებული პირები, დაავადებული ცხოველები და სხვ. პარატრეტბუთილფენოლი, (C,-C8 პარაალკილ- და პარააალკოქსიფენოლები).

საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ მღებავები, მლაქავები, საავეჯო წარმოების მომპირკეთებლები, მჩარხავები,მომქრომველები, ქიმიური და ფარმაცევტული წარმოების მუშები, ცემენტის, აზბესტის წარმოების მუშები, მეასფალტეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები,რომლებსაც საქმე აქვთ პესტიციდებთან. მომნიკელებლები, ნიკელის ელეკტროლიზზე მომუშავეები, გამჟღენთავები. მღებავები, ფარმაცევტული და მიკრობიოლოგიური მრეწველობის მუშაკები, საღებავების და ქიმიური ხსნარების დამამზადებლები. ტყავის და ტყავის ნედლეულის მთრიმლა-ვები, ექიმი-რეანიმატოლოგები.

დოზიმეტრისტები, გამადეფექტოსკოპისტები. თეთრე-ულის მრეცხავები, აბრეშუმის პარკის ამომხვევები, ჭურჭლის, ხილის და ბოსტნეულის მრეცხა-ვები, მეთევზეები და სხვა. მიკოლოგიური განყოფილებებსა და კაბინეტებში, ვივარიუმებში, საპარიკმახეროებში, ხორცკომ-ბინატებში, ვეტ. სამსახურებსა და საავადმყოფოების პერსონალი. პარატრეტბუთილფენოლის წარმოება, გამოყენება და ფენოლშემცველი მისართების წარმოება, სხვადასხვა ფისების წარმოება.

საქმიანობა, რომლით დაკავებული პირებიც, მუშაობის პროცესში განიცდიან მაიონებელ გამოსხივებას.

2.

– ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

 

 

 

3.

– სხვა ატიპური დერმატიტი

– ეგზემა

– ტოქსიდერმია

 

 

 

4.

– სხვა ფოლიკულური დაზიანება

– მელანოდერმია

– ფოტოკონტაქტური დერმატიტი

 

 

 

5.

– კანის და კანქვეშა ქსოვილების სხვა დაზიანებები გამოწვეული რადიაციით

რადიაციული დერმატიტი,

რადიაციული წყლული

 

 

6.

– მარტივი, ქრონიკული ლიქენი და პრურიგო

 

 

 

7.

– ვიტილიგო

 

 

 

8.

– კანდიდოზი, კანდიდომიკოზები

 

 

 

9.

– ბღერი – მუნი

– მწველავის კვანძები– დერმატოზოონოზები

 

 

 

 

 

9. მხედველობის ორგანოს პროფესიული დაავადებები

1.

თვალის ალერგიული დაავადებები:

– კონიუნქტივიტი

– კერატო-კონიუნქტივიტი

– ბლეფარო-კონიუნქტივიტი

ალერგენები: ქიმიური, ცხოველური, მცენარეული წარმოშობის.

 

სამუშაოები დაკავშირებული ალერგენების მოქმედებასთან (ხის, მატყლის, მცენარეული წარმოშობის მასალების დამუშავება, სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ ქიმიკატებთან მომუშავენი და სხვ.). ფოტოგრაფია.

2.

კატარაქტა

– კატარაქტა მეორადი (სხივური, ინფრაწითელი გამოსხივება, ულტრაიისფერი ზემაღალი სიხშირის და სხვ).

 

სხივური ენერგიის (ინფრაწითელი, ულტ-რაიისფერი გამოსხივება), სისტემატური მოქმედება, ზემაღალი სიხშირეების, რენ-ტგენური, ნეიტრონული, პროტონული გამოსხივებები, ქიმიური ნივთიერებები: ტრინიტროტოლუოლი, ნაფტალინი და სხვ. ლოკალური და ზოგადი ვიბრაცია.

აირ– და ელექტროშემდუღებლებების საქმიანობა, რენტგენოლოგია, გამადეფექტოსკოპია, მეტალურგია, (დნობა, ჩამომსხმა) ტრინიტროტოლუოლთან და ვიბრაციასთან მუშაობა (მომქლონავები, მბურღავები, ქვის მთლელები და სხვ.)

3.

პროგრესირებადი მიოპია

 

წვრილ დეტალებთან ახლო მანძილზე მომუშავენი.

გრავირება, ოპტიკურ ხელსაწყოებთან, ძვირფას ქვებთან მუშაობა, (ლაბორანტ-მიკროსკოპისტები).

 

 

 

10. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

1.

ფარინგიტები:

– ატროფიული;

– ჰიპერტროფიული;

– გრანულომატოზური.

არაორგანული და ორგანული ქიმიური ნივთიერებები. დარიშხანი, ცემენტი, ტყვიის მარილები, ფქვილი, მატყლი, ბამბა, კანაფი, სელი და სხვ.

ქიმიკოსობა, მღებავობა, მლესაობა, მტვირთა-ვობა, პურის, მატყლისა და სხვა წარმოებები.

 

2.

– ქრონიკული მორეციდივე ლარინგიტი

 

 

 

ხმის იოგების სისტემატური, ხანგრძლივი დაძაბვა.

 

 

საქმიანობა, რომელსაც ეწევიან მომღერლები, პედაგოგები, მოლაპარაკე ჟანრის მსახიობები, სატელეფონო სადგურის მუშები და სხვ.

3.

– ფონასთენია

 

 

 

4.

– მომღერლის ჭეშმარიტი კვანძები

 

 

5.

სმენის ორგანოს ბაროტრავმა

 

მაღალი ატმოსფერული წნევის პირობებში მუშაობა

საქმიანობა, რომელსაც ეწევიან კესონის მუშები, მფრინავები, პარაშუტისტები, მყვინთავები, არტილერისტები.

6.

შიგნითა ყურის შუილოვანი (ხმაურის) ეფექტები

 

 

 

7.

– ნეიროსენსორული სიყრუე:

კოხლეარული ნევრიტი სმენის დაქვეითებით

– ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვა

ინტენსიური სამრეწველო ხმაურის პირობებში მუშაობა.

 

საქმიანობა, რომელსაც ეწევიან ძრავის გამომცდელები, მფრინავები, ბორტმექანიკოსები, მქსოველები, მრთველები, მომქლონავები, მექვაბეები, ამწყობ-ზეინკლები, შემომჭრელები, მეთუნუქეები, სამჭედლო და საწნეხი საამქროს მუშები, საკომპრესორო საამქროს მუშები, გემების, საქვაბესამანქანო განყოფილების მომსახურე პერსონალი. ლოკომოტივის ბრიგადის წევრები და სხვ.