ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.614
  • Word
512
13/07/2007
სსმ, 103, 19/07/2007
430.030.000.22.022.010.614
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.614

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №512

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ და ,,ჰ1“ ქვეპუნქტების, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლები შემდეგი სახით:

ა) ქ. სამტრედიის №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მიუერთდეს ქ. სამტრედიის №11 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ) ქ. სამტრედიის №14 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მიუერთდეს ქ. სამტრედიის №7 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ) ქ. სამტრედიის №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. სამტრედიის №2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

დ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

2. რეორგანიზებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, და მიუერთდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლასთან, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

3. რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის №109 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. თბილისის №146 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

4. რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის №204 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. თბილისის №129 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

5. რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის №197 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. თბილისის №122 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

6. რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის №125 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელეს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. თბილისის №170 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

7. რეორანიზებულ იქნეს გარდაბნის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს გარდაბნის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

8. რეორგანიზებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

9. რეორგანიზებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

10. სახელწოდება შეეცვალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შემდეგი სახით:

ა) ქ. ზუგდიდის №16 საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №10 საჯარო სკოლა;

ბ) ქ. ზუგდიდის №14 საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა;

გ) ქ. ზუგდიდის №15 საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და ეწოდოს ქ.ზუგდიდის №7 საჯარო სკოლა.

11. რეორგანიზებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

12. რეორგანიზებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორ-ციელებს დაწყებით საფეხურზე და მიუერთდეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

13. შეუწყდეთ უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზირებულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2007 წლის 6 ნოემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

ა. ლომაია