„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №276 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ

  • Word
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №276 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.612
  • Word
510
13/07/2007
სსმ, 103, 19/07/2007
430.050.000.22.022.010.612
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №276 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.612

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №510

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №276 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, 62-ე, 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №276 ბრძანების პირველი პუნქტი.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია