დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 21/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.10.003.000.958 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №56, მუხლი 681) დამტკიცებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში – 50 000 ლარს. საგრანტო პროექტების საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კონკრეტული სამეცნიერო მიმართულებისათვის ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო მიმართულებისათვის განსაზღვრული თანხიდან ნაშთის სხვა სამეცნიერო მიმართულებაში გადანაწილების უფლება აქვს ფონდს ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი მეთოდით. ნაშთი არის სამეცნიერო მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხის ის ნაწილი, რომელიც:
ა) რჩება მიმართულებაში ყველა დამტკიცებული პროექტის დაფინანსების შემდეგ;
ბ) თანხის განაწილების შემდეგ სრულად ვერ ფარავს შესაბამის მაღალქულიან პროექტს.“;
გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
1. ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებით საგრანტო კონკურსის გამოცხადებას და დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებს 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს სამეცნიერო ფონდი, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებს – რუსთაველის ფონდი.
2. ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში 2006 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებას და მათი შესრულების კონტროლს 2008 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს რუსთაველის ფონდი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები