დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №32 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 12/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 12/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.584 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.584
საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანება №39
2007 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
,,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №32 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №32 ბრძანებით (სსმ III, 03.10.2006, №135, მუხ. 1867) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კანცელარიის უფროსი უზრუნველყოფს რაიონულ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ასრულებს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები