„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 21/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.000.957
  • Word
13
17/01/2008
სსმ, 8, 21/01/2008
040.090.000.10.003.000.957
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 ,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის თანდართული წესები“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ ,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესები“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესებსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა და იმ ქონებისა, რომელიც სხვა პირის საკუთრებაა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.“;

დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.“;

ე) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონების აღწერას, ამ ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვას, მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენებას (გარდა რეალიზაციისათვის გათვალისწინებული საქონლისა) და სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შესანახად გადაცემას, ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არა აქვს ამ ქონების გადაცემის, გაყიდვის, გაქირავების, იჯარით გადაცემის ან სხვა სახით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.“;

ვ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად დაყადაღების პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანო.“;

ზ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი;

თ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21. ქონებრივი ნუსხის წარდგენა

1. საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაავალდებულოს გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი, რომ წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სხვებისაგან ეკუთვნის. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წერილობით გარანტიას იძლევა, რომ ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორესა და სისრულეს. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში იგი ვალდებულია არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს წარმოდგენილი ქონების ნუსხა და საგადასახადო ორგანოს მისცეს ახალი გარანტია.“;

ი) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. საჭიროების შემთხვევაში, თუ გადამხდელის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, საქმე რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოს.“;

კ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი;

ლ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოვალის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

მ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, ქონება შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში, მაგრამ გაკეთდება სათანადო აღნიშვნა.“;

ნ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება (მათ შორის, დეკლარაციების წარდგენისთვის თავის არიდებით), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება, მას უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას. ასეთ შემთხვევაში მან ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვის თაობაზე (თუ მოვალეს აქვს შესაბამისი ქონება) ან/და ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ (თუ მოვალეს არა აქვს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთი ქონება ან მისი ღირებულება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად). სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. თუ ზემოაღნიშნულ ვადებში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს განჩინებას ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.“;

ო) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ქონებაზე ყადაღის მოხსნა

მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება:

ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ან გაკოტრების საქმისწარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;

გ) თუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია;

დ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“;

ჟ) ამოღებულ იქნეს დანართი №1.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრი      ვ. გურგენიძე