,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 12/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 12/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.39.036.010.574
  • Word
29
12/07/2007
სსმ, 99, 12/07/2007
110.060.080.39.036.010.574
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გენერალური პროკურორი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.39.036.010.574

საქართველოს გენერალური პროკურორის

 ბრძანება 29

2007 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის                    25 ნოემბრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ნოემბრის №31 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2005წ., №138, მუხ. 1523) დამტკიცებული დებულების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა სამინისტროს ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალური საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:

ა) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო.

2. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო:

ა) ახორციელებს ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე და საპროცესო ხელმძღვანელობას ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით;

ბ) ახორციელებს ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე და საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარ გამოძიებაზე ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

გ) როგორც წესი, ფინანსთა სამინისტროს ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

დ) ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო:

ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოავლენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს;

ბ) განიხილავს დანაშაულის შესახებ შეტყობინებებს, ამოწმებს დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორეს და კანონით დადგენილი წესით იწყებს წინასწარ გამოძიებას;

გ) აწარმოებს წინასწარ გამოძიებას და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;

დ) იღებს კანონით განსაზღვრულ ზომებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ე) განიხილავს მოქალაქეთა ზეპირ და წერილობით საჩივრებსა და განცხადებებს ცალკეული ფიზიკური პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში იწყებს წინასწარ გამოძიებას და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;

ვ) განიხილავს აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებულ მასალებს, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსულ ინფორმაციას, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობებს, ოპერატიული გზით მოპოვებულ ინფორმაციას და ახორციელებს მათზე შესაბამის რეაგირებას;

ზ) აძლევს კონკრეტულ მითითებებს შესაბამის ოპერატიულ სამსახურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით;

თ) გენერალურ პროკურორს მიმართავს შუამდგომლობით, რომ სხვა უწყების საგამოძიებო დანაყოფის წარმოებიდან ამოღებულ იქნეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნების შემცველი სისხლის სამართლის საქმე ან მასალა და მიღებულ იქნეს დეპარტამენტის წარმოებაში;

ი) აანალიზებს ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობას და შემუშავებული რეკომენდაციებით წელიწადში ორჯერ სათანადო ინფორმაციას წარუდგენს გენერალურ პროკურორს და უფლებამოსილ გენერალური პროკურორის მოადგილეს;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით ამზადებს სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) ასრულებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს საქმიანობის ოპერატიულ უზრუნველყოფას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებათა ის დანაყოფები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი