,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 12/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 12/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.571
  • Word
26
12/07/2007
სსმ, 99, 12/07/2007
110.060.000.39.036.010.571
,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.010.571

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №26

2007 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებით (სსმ III, 18.09.2006წ., №128, მუხ.1700) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) უფროსი პროკურორები;

ბ) პროკურორები;

გ) უფროსი გამომძიებლები;

დ) კანცელარიის უფროსი;

ე) სპეციალისტი.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;

ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;

გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწი-ლეობენ წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;

დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;

ე) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი