დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 950 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 13/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.034.010.570 |
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 010.320.010.22.034.010.570
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №950
2007 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006, №14, მუხ. 179) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების №18 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
„დანართი №18
ქ. თბილისის მთავარი სამმართველო
| ქ. თბილისის მთავარი სამმართველო | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 1940 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1800 |
| სამმართველოს უფროსი | 1500 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1000 |
| განყოფილების (ოპერატიული) უფროსი | 950 |
| განყოფილების უფროსი | 600 |
| განყოფილების (ოპერატიული) უფროსის მოადგილე, საუბნო ქვეგანყოფილების უფროსი | 560 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 520 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 480 |
| უფროსი ინსპექტორი, უბნის უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 420 |
| ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 370 |
| უმცროსი ინსპექტორი, უბნის უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 270 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 220 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა–ხელოსანი) | 180 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი | 560 |
| უფროსი გამომძიებელი | 480 |
| გამომძიებელი | 420 |
“.
შენიშვნა: დანართით გათვალისწინებულ ოპერატიულ განყოფილებაში იგულისხმება ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი დანაყოფი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები