დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 21/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.955 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №11
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №70, მუხლი 776) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ამტკიცებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილების მეთოდს, ადგენს დაფინანსების მოცულობას თითოეული მიმართულებისათვის და ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები