დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ

დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 13/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.565
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
215/ნ
11/07/2007
სსმ, 100, 13/07/2007
470.230.000.22.035.010.565
დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2007 - 11/11/2020)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

470.230.000.22.035.010.565

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №215/ნ

2007 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევების ჩამონათვალი (დანართი 1) და წესი (დანართი 2).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №307/ნ ბრძანება (სსმ III, 07.12.2006 წ., №164, მუხ. 2237).

3. იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ,,ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის, უფლების და ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №26/ნ ბრძანებისა და ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №307/ნ ბრძანების საფუძველზე გაცემული ყველა ცნობა (დოკუმენტი) ამავე ცნობაში (დოკუმენტში) მითითებული ვადის განმავლობაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევების ჩამონათვალი

1. დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება შემდეგი საქმიანობები და პირები:

ა) საავიაციო, მცურავ, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან;

ბ) ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სახის იარაღის ტარების და შენახვის ნებართვის მაძიებელი ან/და მფლობელი პირი;

გ) რადიაქტიულ ნივთიერებებთან, აგრესიულ სითხეებთან, მაიონიზებელი გამოსხივებისა და ელექტრომაგნიტური ველის წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობები;

დ) III და IV რისკ-ჯგუფის პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მომუშავე პერსონალი;

ე) ყველა სახის დამოუკიდებელი საექიმო და საექთნო საქმიანობა.

2. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების დროს უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებები და ფიზიკური ანომალიები:

დაავადებები და ფიზიკური ანომალიები

პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები

1

მხედველობის ორგანოს ანომალიები, ფუნქციის გამოხატული უკმარისობით, ანოფთალმი, ავთვისებიანი ეგზოფთალმი, მხედველობის ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნეები.

ყველა ქვეპუნქტი

 

2

თვალის მამოძრავებელი ნერვების მყარი დამბლა და პარეზი: ფთოზი, რომელიც უშლის მხედველობას, პარალიზური სიელმე, ლაგოფთალმი, პირდაპირი ცქერისას ნისტაგმილებული სიელმე და შორ მანძილზე მხედველობისას ბინოკულარული მხედველობის დარღვევა.

,,ა “, ,,ბ “, ,,გ “, ,,დ “

ქვეპუნქტები

3

 

მხედველობის ველის 200-ზე მეტით შეზღუდვა ნებისმიერ მხარეს. აბსოლუტური ან ნაწილობრივი ცენტრალური სკოტომა

,,ა “, ,,ბ “, ,,გ “, ,,დ “

ქვეპუნქტები

4

 

ფერთა შეგრძნების დარღვევა (პროტანატოპია, დეიტერანოპია, „A “ ტიპის პროტანომალია, „A “ ტიპის დეიტერანომალია).

,,ა “ და ,,ბ “

ქვეპუნქტები

5

რეფრაქციის ანომალიით, თვალის ფსკერის ცვლი-ლებებით, სხივის გარდამტეხი სისტ ე მის შეზღუდვით ან სხვა ორგანული ხასიათის მიზეზებით გამოწვეული მხედველობის სიმახვილის დაქვეითების შემთხვევაში:

ა) მხედველობის სიმახვილე 0,8 ერთ თვალზე, თუ მეორეზეა 0,4;

ბ) ცალ თვალში მხედველობის არარსებობის შემთხვევაში, მეორე თვალში 1,0 მხედველობის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასე-ბით.

,,ა “ და ,,ბ “ ქვეპუნქტები.

მხედველობის სიმახვილე განისაზ-ღვრება კორექციით. მაქსიმალურად დასაშვები კორექცია: ახლომხედვე-ლობისა და შორსმხედველობის შემთხვევაში 6,0 დიოპტრი. ასტიგ-მატიზმის შემთხვევაში – 3,0 დიოპ-ტრი.

სხვადასხვა რეფრაქციის შემთხვე-ვაში ბინოკულარული რეფრაქცია 2,0 დიოპტრი

6

 

 ფერთა აღქმის დარღვევა:

ა) დიქრომაზია;  

ბ) ანომალიური ტრიქრომაზია

I ტიპის;

II ტიპის.

,,ა “ და ,,ბ “

ქვეპუნქტები

 

7

 არასტაბილიზებული, არაკომპენსირებული პირველადი და მეორადი გლაუკომა

ყველა ქვეპუნქტი

 

8

 ერთ თვალზე ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებანი (პიგმენტური რეტინიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის ჩამოცლა და სხვა).

,,ა “, ,,ბ “, ,,გ “, ,,დ “

ქვეპუნქტები

9

 

ჩვეულებრივი საუბრის აღქმა არანაკლებ 3 მეტრიდან, ხოლო ჩურჩულით – არანაკლებ 1 მეტრიდან ორივე ან ერთი ყურით.

,,ა “ ქვეპუნქტი

10

ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც იწვევეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევას, თავბრუსხვევას

,,ა “, ,,ბ “ და ,,გ “

ქვეპუნქტები

11

ზედა კიდურის უქონლობა.

ყველა ქვეპუნქტი და ,,ე “ ქვეპუნქტის ქირურგიული პროფი-ლის საექიმო სპეციალობები

12

მყარი ცვლილებები სახსრებში (ცრუ სახსრები, ჩვეული ამოვარდნები და სხვა) არასწორად შეხორცებული მოტეხილობები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავენ კიდურების მოძრაობას

ყველა ქვეპუნქტი და ,,ე “ ქვეპუნქტის ქირურგიული პროფილის საექიმო სპეციალობები.

13

ენდოკარდის, მიოკარდის და პერიკარდის დაავადებები (გულის მანკი, მიოკარდიტი, მიოკარდიოსო-ლეროზი და სხვა) გართულებული გულის II-III ხარისხის უკმარისობით, თრომბოემბოლიით, არით-მიიით ან პერიკარდის შეხორცებებით.

,,ა “ და ,,გ “ ქვეპუნქტები

14

გულის იშემიური დაავადება გართულებული სტენო-კარდიით II (ან ზევით) ფუნქციური კლასი, ან გულის II-III ხარისხის უკმარისობით, გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით (მსხვილკეროვანი).

,,ა “ და ,,გ “ ქვეპუნქტები

15

ფილტვებისა და პლევრის ქრონიკული დაავადება, ბრონქული ასთმა გართულებული ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, ფილტვის რეზექციის შემდგომი პერიოდი, ბრონქოექტაზიური დაავადება. გულ-მკერდის ღრუს ქრონიკული ჩირქოვანი პროცესები (ფილტვის აბსცესები, ჩირქოვანი პლევრიტები).

,,ა “ ქვეპუნქტი

16

თირკმელებისა და საშარდე გზების ქრონიკული დაავადებები თირკმლის უკმარისობით (დაავადების III სტადია).

,,ა “ ქვეპუნქტი

17

ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობები, მყარი რემისიის ფარგლებშიც.

ყველა ქვეპუნქტი

18

ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. დიაგნოზის მოხსნის არანაკლებ 5 წლამდე.

ყველა ქვეპუნქტი

19

გონებრივი ჩამორჩენილობა.

ყველა ქვეპუნქტი

20

ეპილეფსია ნებისმიერი ეტიოლოგიის გულყრითი განტვირთვებით.

,,ა “, ,,გ “ და ,,დ “

ქვეპუნქტები

დანართი №2

სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების

წესი

1. დასასაქმებელთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას აწარმოებენ ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სპეციალისტების მოწვევით.

2. დამსაქმებელს უფლება აქვს დააწესოს დასასაქმებლის და დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დამატებითი პირობები.

3. ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების დროს სამედიცინო დაწესებულება გასცემს შესაბამისი ფორმის ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი პირის (პირების) ხელმოწერით და დაწესებულების ბეჭდით.