,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 869
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.559
  • Word
869
05/07/2007
სსმ, 98, 11/07/2007
200.250.000.22.033.010.559
,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.559

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №869

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 101-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1. ,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 17.02.2005 წ., №18, მუხ. 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-5 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი).

6. ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იგზავნება საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი (მისამართი).

7. ზედნადებში ,,გადამზიდველის“ აღმნიშვნელ სტრიქონზე ჩაიწერება ტვირთის გადამზიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. გარდა ამისა, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს ასევე გათვალისწინებულია გადამზიდველის მიერ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო მონაცემების ჩაწერა, მათ შორის: გადასატანად მიღებული ტვირთის რაოდენობა, გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება, ან სახელი და გვარი, გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, გადასატანად ტვირთის მიღების თარიღი. გადაზიდვის ფაქტს უნდა ადასტურებდეს გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ხოლო ტვირთის გადასატანად მიღების ფაქტს – გადამზიდველის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონლის მყიდველის ან ტვირთის მიმღების ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საქონლის მიღებისას და ტრანსპორტირებისას ზედნადებში აღინიშნება ამ პირის სახელი და გვარი, მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი. ამ შემთხვევაშიც, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საქონლის გადატანასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა იმავე წესით, როგორც ტვირთის გადამზიდველის შემთხვევაში.“

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი.

იურიდიული პირის ან მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირის პირადი მოხმარებისათვის საქონლის მიწოდებისას (გარდა საცალო ქსელში საქონლის მიწოდებისა) ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადები (დანართი №2), რომლის გამოწერაც დასაშვებია ორ ცალად, აქედან პირველი პირი გადაეცემა მყიდველს (ტვირთის მიმღებს) და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე რჩება საქონლის გამყიდველს (ტვირთის გამგზავნს). მასში ჩაიწერება საქონლის გამყიდველის და მყიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი, საიდენტიფიკაციო ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყებისა და დამთავრების ადგილი (მისამართი). საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის ჩათვლით, მთლიანი თანხა. ზედნადები ხელმოწერილი უნდა იქნეს საქონლის ჩამბარებლისა და საქონლის მიმღების (ან გადამზიდველის) მიერ და დამოწმდეს გამყიდველის ან მყიდველის შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). ამ ზედნადებების, როგორც პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, აღრიცხვა ხდება საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“.

     მუხლი 2. ბრძანების დანართები №1 და №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

     მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი