,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 204/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.010.555
  • Word
204/ნ
05/07/2007
სსმ, 97, 10/07/2007
280.120.000.22.035.010.555
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.010.555

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №204/ნ

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელო-ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №120/ნ ბრძანებით (სსმ III, №62, 02.05.2006წ., მუხ.800) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის დეპარტამენტი“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ნებართვების დეპარტამენტი

ნებართვების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სააფთიაქო დაწესებულებების (I ჯგუფის აფთიაქის, II ჯგუფის აფთიაქის, სააფთიაქო პუნქტის) მოწყობის ნებართვისთვის წარმოდგენილი მასალის განხილვა, ორგანიზაციული და ექსპერტული უზრუნველყოფა;

ბ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვისთვის წარმოდგენილი მასალის განხილვა, ორგანიზაციული და ექსპერტული უზრუნველყოფა;

გ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვისთვის წარმოდგენილი მასალის განხილვა, ორგანიზაციული და ექსპერტული უზრუნველყოფა;

დ) სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;

ე) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ვ) საბაჟო ორგანოებისაგან შემოსული სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ინფორმაციის მობილიზება, სისტემატიზაცია და ანალიზი.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  71 მუხლი:

     „მუხლი 71. ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის დეპარტამენტი

ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების შესახებ გაანგარიშების წარდგენა გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტში;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმების პროცედურების უზრუნველყოფა;

გ) გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტში წარსადგენად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მომზადება დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში;

დ) ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტული ინფორმაციის მომზადება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ფაქტობრივად იმპორტირებული სახეობისა და რაოდენობის შესახებ;

ე) ნარკოტიკების ბრუნვის სფეროში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მოთხოვნებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისა და პრაქტიკაში დანერგვისათვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა;

ვ) განმარტებების მომზადება დაინტერესებული მხარის მომართვის საფუძველზე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის კანონმდებლობით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებისათვის მიკუთვნების საკითხზე;

ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ მიღებული ინფორმაციების სტატისტიკური დამუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი