,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის 12 დადგენილებაში ცვლილებების – შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის 12 დადგენილებაში ცვლილებების – შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.551
  • Word
22
04/07/2007
სსმ, 97, 10/07/2007
220.010.080.11.004.010.551
,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის 12 დადგენილებაში ცვლილებების – შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.551

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №22

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე, 59-ე მუხლების შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის წლის 3 მაისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესში“ (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1) მეორე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დასაცავ პერიოდებს წარმოადგენს ორკვირიანი პერიოდები, რომელიც 16 დღის შემდეგ მოსდევს გაანგარიშების პერიოდის ბოლო დღეს (იწყება ხუთშაბათს და მთავრდება ორი კვირის შემდეგ ოთხშაბათს (ჩათვლით).“.

2) მესამე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება წლიური 2%. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდება ეროვნული ვალუტით, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით.“.

3) მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების შესაბამისი მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული აშშ დოლარის წილი მინიმალური სავალდებულო რეზერვების მთლიან მოცულობასთან უნდა იყოს არანაკლებ ქვემოთ მოყვანილი წილებისა შესაბამის თარიღებში.

 

თარიღი                               წილი

30 ივნისი 07                                 1/4

31 ივლისი 07                               3/8

31 აგვისტო 07                              1/2

30 სექტემბერი 07                         5/8

31 ოქტომბერი 07                        3/4

30 ნოემბერი 07                            7/8

31 დეკემბერი 07                          სრულად“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 4 ივლისიდან.

თავმჯდომარე           რ. გოცირიძე