დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 13/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.010.000.22.032.010.549 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.549
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-101
2007 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის № 2-121 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006წ., №96, მუხ. 1284) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები
დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:
1. მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და აგროქიმიის სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ბ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) მიწის კონსოლიდაციისა და რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობა;
დ) ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნის ორგანიზება;
ე) აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების მეთოდიკისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;
ზ) სამინისტროს რეგიონული სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია.
თ) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ კანონპროექტების ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, ბრძანებების, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ლ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობათა განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ზ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
თ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
8. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
9. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დარგობრივი განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა.ა) სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში დასაქმებულთათვის რეკომენდაციების და კონსულტაციების გაწევა, აგროტექნოლოგიური რუკების შედგენაში დახმარება;
ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემის, სარგავი მასალის წარმოებისა და მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ა.გ) მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, მეთევზეობაში და აგროქიმიაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ა.დ) სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
ა.ე) მეცხოველეობის და მემცენარეობის დარგების მიხედვით ფერმერთა მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
ა.ვ) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პროგრამების შემუშავება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველო რომლის ძირითადი ამოცანაა:
ბ.ა) აგროსაინჟინრო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ.ბ) მოკვლევისა და ანალიზის ჩატარება ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მანქანების ნომენკლატურასა და რაოდენობაზე;
ბ.გ) ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სფეროში არსებული ტექნიკის აღრიცხვიანობის განხორციელება მათი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
ბ.დ) წინადადებების მომზადება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეძენა-განახლების მიზნით;
ბ.ე) ახალი, თანამედროვე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების გაცნობა და დემონსტრირება მათი ქვეყანაში დანერგვის მიზნით;
ბ.ვ) იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გრანტის ფარგლებში გამოყოფილი ,,საქართველოში სასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდის“ დახმარების 2KR პროგრამის მართვა;
ბ.ზ) აგროსაინჟინრო სერვის-ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა;
გ) მიწათსარგებლობისა და რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
გ.ა) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასითებლების (ნიადაგის ატლასების) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შენახვა, დაცვა, განახლება;
გ.ბ) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საფუძველზე მიზნობრივი თემატური რუკების შედგენა;
გ.გ) საქართველოს ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საფუძველზე დაინტერესებულ პირთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება;
გ.დ) მიწის კონსოლიდაციის ხელშეწყობა;
გ.ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება;
გ.ვ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობებზე;
გ.ზ) სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდიცია და ხელშეწყობა;
გ.თ) რეგიონალური სამმართველოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
გ.ი) რეგიონული სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები