დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 მარტის №165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 849 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 04/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.010.534 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.010.534
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №849
2007 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 მარტის №165 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 36-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 მარტის №165 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.03.2006წ., №31, მუხ. 366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები;
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია.“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თა-ნამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სისტემა, სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფინანსური სტატისტიკისა და მაკროეკონომიკური სამმართველო;
ბ) შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;
გ) საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო;
დ) დავების განხილვის სამმართველო;
ე) საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო.“.
5. მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო
საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
დ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა;
ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
ზ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ი) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 8. დავების განხილვის სამმართველო
დავების განხილვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, შესაბამის შემთხვევებში სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე გასატანად და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში საბჭოს სხდომის ორგანიზება;
ბ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციებისა და განცხადებების, აგრეთვე საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 9. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო
საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
დ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
ე) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.
6. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 4 ივლისიდან.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები