,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 21/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 14/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.000.952
  • Word
8
17/01/2008
სსმ, 8, 21/01/2008
040.090.000.10.003.000.952
,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესში“ (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზება ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც აუქციონის ჩატარებამდე 30 კალენდარული დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის ჩატარებისის დროსა და ადგილს;

ბ) ქონების მესაკუთრის რეკვიზიტებს (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);

გ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერა);

დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის შეფასებითი ღირებულებაა;

ე) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესამე პირები, რომელთაც უფლება აქვთ ამ ქონებაზე, ვალდებული არიან ამ უფლე­ბათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

ვ) აუქციონის პირობებს.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია

1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

2. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე.

3. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

4. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმი­ნისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თა­რიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმი­ნისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით.“;

დ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მარეგისტრირებელი ორგანოები აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში ვალდე­ბული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატარონ ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც დაიკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და საკუთრების გადაცემის მომენტში გახდება არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.“.

2. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

3. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშების გახსნის წესის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                               ვ. გურგენიძე