დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 779 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.010.524 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.524
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №779
2007 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №460 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 07.05.07, №62, მუხლი 702) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მეწარმე სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელს ან ახორციელებენ მის იმპორტს, ვალდებულნი არიან ამ დებულების შესაბამისად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში წარადგინონ ანგარიში (აქციზის ყოველთვიური დეკლარაციის №2 დანართი ადგილობრივი წარმოებისათვის და დანართი №10 იმპორტის შემთხვევაში) აქციზური მარკების გამოყენების შესახებ”.
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ანგარიშები წარედგინება გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას, ხოლო იმპორტის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციასა და საბაჟო ორგანოებს”.
გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები