„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.522
  • Word
786
02/07/2007
სსმ, 94, 02/07/2007
200.250.000.22.033.010.522
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.522

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №786

2007 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით დამტკიცებულ „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №42, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მსხვილ გადამხდელთა და შესაბამის საგადასახადო ინსპექციებში ექვს თვეში ერთხელ;“;

ბ) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მსხვილ გადამხდელებთან, მსხვილ გადამხდელთა და შესაბამის საგადასახადო ინსპექციებში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების ხანგრძლივობის ვადა შესაძლებელია გაზრდილ იქნეს შესაბამისად 10 და 30 დღემდე.“;

გ) მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ყველა მსხვილ გადამხდელთან (მათ შორის, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარება აუცილებელი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

ა. ალექსიშვილი