„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 787
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 02/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.521
  • Word
787
02/07/2007
სსმ, 94, 02/07/2007
010.320.010.22.033.010.521
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.521

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №787

2007 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ” ქვეპუნქტი:

,,ლ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

     „მუხლი 161. სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო

სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საგადასახადო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ცვლილების შეტანა, გაუქმება და კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

დ) ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) და ღირებულების მქონე ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;

ე) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება, გაანალიზება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის პერიოდულად სათანადო ანგარიშის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 4 ივლისიდან.

ა. ალექსიშვილი