,,მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნების მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №2-49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 06/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.515
  • Word
2-95
26/06/2007
სსმ, 96, 06/07/2007
340.010.000.22.032.010.515
,,მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნების მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №2-49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.515

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-95

2007 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნების მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №2-49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №2-49 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №18 მუხლი 173) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის პროცედურა და პირობები

1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და დადგენის მიზნით, სამსახურში იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პარამეტრების შესწავლას.

3. ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციაა წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე დაადგინოს:

ა) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური თავისებურებები მათი არსებობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის სპეციფიკური ხარისხისა და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან;

გ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.

4. ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახური გასცემს დასკვნას, რომელსაც დანართის სახით ახლავს რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა ჩამონათვალი. დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ №5-ში.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ორგანოლეპტიკური მახასიათებლები

ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ.“

3. მე-4 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დასკვნას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ აფორმებს, გასცემს და დასკვნის უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სამსახური.“

,,4. სამსახური ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან 10 დღეში მიიღოს ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემის გადაწყვეტილება.“

,,5. სამსახური უფლებამისილია არ განიხილოს შემოსული განცხადება, თუ პრეტენდენტს არ წარმოუდგენია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“.

4. მე-5 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განაცხადი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ სამსახურის უფროსის სახელზე შეაქვს განმცხადებელს.“

,,6. საჭირო მონაცემების დადგენის საფუძველზე სამსახური იძლევა თანხმობას (დასკვნას) ,,საქპატენტში“ მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დასკვნის ფორმა წარმოადგენს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის ¼ ფორმატს, სპეციალური ხარისხის ქაღალდს, მისი ყალბი დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახლმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: ,,საქართველო“, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური“, დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ.“.

6. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლი.

7. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №5

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ

1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი

 _______________________ და ძალაში შესვლის თარიღი _______________________

2. _________________________________________________________________

       გამცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი

3. ადგილწარმოშობის დასახელება ______________________________________

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული

სამსახურის უფროსი  _______________________________

                                          ხელმოწერა“

8. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №6

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ

1.  დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი

     _______________________ და ძალაში შესვლის თარიღი _______________________

2. _________________________________________________________________

        გამცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი

3. ადგილწარმოშობის დასახელება______________________________________

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული

სამსახურის უფროსი _____________________________

                                                    ხელმოწერა“

 მუხლი 2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

 მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 პ. ცისკარიშვილი