,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2-93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 06/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.513
  • Word
2-93
26/06/2007
სსმ, 96, 06/07/2007
340.010.000.22.032.010.513
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.513

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-93

2007 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-119 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006წ., №96, მუხ.1282) დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროს კომპეტეციის ფარგლებში ქონების მართვის ორგანიზება;

გ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

ზ) სამინისტროს წლიური სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გეგმით შემუშავებული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლი;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ი) სამინისტროსათვის საჭირო კომპიუტერულ-პროგრამული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს სათათბირო ორგანოების მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;

ბ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველო;

დ) სამეურნეო სამმართველო;

ე) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველო;

ვ) საქმისწარმოების სამმართველო.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპენტენციები

1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვისა და განვითარების კოორდინაციის, საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისებისა და საკლასო ჩინის მინიჭების საკითხთა მოგვარება;

ე) თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურების ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების დოკუმენტაციური საკითხების მოგვარება;

თ) სამინისტროს სამხედრო-სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის მართვის ორგანოების შექმნისა და განახლების შესახებ წინადადების მომზადება და წარდგენა. სამხედრო-სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ყოველწლიური გეგმის მომზადება;

ი) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების, შემოსული საიდუმლო დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

კ) სახელმწიფო საიდუმლო რეჟიმის დაცვის ორგანიზაციის საკითხში სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა.

2. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ მოწოდებული ყოველდღიური ინფორმაციის ანალიზი და მასმედიაში გაშუქება, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;

ბ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;

გ) პრესის დაიჯესტის მომზადება;

დ) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროში მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების, პროექტებისა და ტენდერების შესახებ ინფორმირაციის პრესაში გაშუქების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელებთან დაინტერესებულ პირთა შეხვედრების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.

3. სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოებისათვის შესყიდვების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება;

გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება) უზრუნველყოფა;

დ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება;

ე) მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი;

ვ) ქონებრივი ურთიერთობების წარმართვა.

4. სამეურნეო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა;

ბ) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება (არსებული ნორმების დაცვით ადგენს დაზიანებული ინვენტარის სიას, ადარებს ერთმანეთს საბუღალტრო აღრიცხვასა და თანამშრომლებზე რიცხულ ქონებას);

გ) სამინისტროს შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

5. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელების გაფართოების უზრუნველყოფა;

ბ) კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის სისტემატური განახლების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა არსებული ბაზების ადმინისტრირება.

6. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;

გ) რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით;

დ) გეგმური და სპეციალური დავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა სამივლინებო ბარათების გაფორმება;

ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;

ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;

ზ) ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი;

თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;

ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

კ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;

ლ) საქმისწარმოებისა და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი