დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 27/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.080.000.22.035.010.508 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.080.000.22.035.010.508
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №196/ნ
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №13, მუხ. 141) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ:
ა) ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ბ) დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო;“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ივლისიდან.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები