დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 26/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.010.496 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.496
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №331
2007 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №176, მუხ. 2416) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა“.
2. დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 322ე პუნქტი:
,,322. მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემის პროტოტიპის შექმნას;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვას, სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფას, შესრულების ხარისხის ანა-ლიზის და სისტემის განვითარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის გატარებას;
გ) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემის ინტეგრაციული პროცესების კოორდინაციას;
დ) მართვის ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირების და ექსპლუატაციის კონტროლს;
ე) კოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემების, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელებას;
ვ) ტექნიკური პერსონალის სწავლება/გადამზადების განხორციელებას, ავტომატიზებული სისტემის დანერგვისა და შემდგომ ეტაპზე ეფექტურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები და უშუალო შემსრულებლები.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები