დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 21/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 22/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.040.11.004.010.485 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.010.485
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №21
2007 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. 2007 წლის 25 ივნისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2002 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით. ახალი ემისიის ბანკნოტებზე შეცვლილია მხოლოდ გამოშვების წელი, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები.
მუხლი 2. 2007 წლის გამოშვების 1 ლარისა და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს აღნიშნული ნომინალის ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 25 ივნისიდან.
რ. გოცირიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები