დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 26/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.010.477 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.477
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/146
2007 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლისა და ,,ნორმატული აქტების შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლას შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა.
2. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/252 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №105, მუხ. 1432) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა.
2. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის თანდართული წესდება.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წესდება“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა (შემდგომში – ხელოვნების სკოლა) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები